"საქართველოზე უარესები არ ვართ!" - აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი

AutoSharing Option
აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა რამინ მუსაიევმა განაცხადა, რომ ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფერნანდო სანტუში უნდა გაათავისუფლონ და მისი აზრით, პორტუგალიელის დანიშვნა თავიდანვე შეცდომა იყო.

"სანტუში ჯერ არ გაათავისუფლეს? ის ისევ აქ არის? როცა მიიწვიეს, მაშინ ვთქვი, რომ ეს დანიშვნა თავიდანვე განწირული იყო. სერიოზული შეცდომა დაუშვეს. მასზე დახარჯული ფული ფუჭად დაიხარჯა. სჯობდა ეს ფული ბავშვთა ფეხბურთში ჩადებულიყო. 

საფუძველი არ გვაქვს. ჩვენი პრობლემები გლობალურია. კლუბებს უნდა დაევალოთ აკადემიები შექმნან და მარტო ახალგაზრდული გუნდები არ შექმნან, რადგან ლიცენზია მოიპოვონ. შეწყვიტეთ მყისიერად შედეგის
მიღებაზე ფიქრი.

ჩვენ საქვართველოზე უარესები არ ვართ, სადაც შედეგები აშკარად არის. ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობა რაღაცის გაკეთებას ცდილობს, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ გამოდის. შესაძლოა, მათ არ იციან, რომელი გზა უნდა აირჩიონ. თუ ასე გაგრძელდა, ხალხი ფეხბურთის მიმართ გულგრილი გახდება.

ეროვნულ ნაკრებს, რომ დავუბრუნდეთ... საბედნიეროდ, D დივიზიონის ქვემოთ არაფერია. შემიძლია, ფეხბურთის ფედერაციას ტაქსი შევთავაზო, რომელიც ფერნანდო სანტუშს აეროპორტამდე მიიყვანს. 

რომელმა უცხოელმა მწვრთნელმა მოუტანა სარგებელი ჩვენს ფეხბურთს, რომ პორტუგალიელისგან რაიმეს ველოდოთ", - აქვეყნებს მუსაიევის სიტყვებს Azerisport.
მკითხველის კომენტარები / 19 /
ცხვარი მოამრავლეთ და ფეხბურთს თავი დაანებეთ
მოქალაქე
11:29 23-11-2024
0
კარგია რომ ჩვენ გვედრები, მოგვბაძო უნდა ჩვენ თუ არა ვის ? მაგრამ ბანიშევკის შემდეგ 2 ფეხბურთელი გყავდათ საშუალო კლასის, ისკანდერ ჯავადოვი და მაშალა ახმედოვი .მეტი არც არავინ გყოლიათ და არც ახლა გყავთ. ნეფთჩი ყოველთვის გავარდნის კანდიდატი იყო სსრკს დროს.
დავით 67
04:46 23-11-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული