"მხითარიანი სომხური ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშე არ არის" - საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მცველი

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრებისა და "რომას" ყოფილმა მცველმა ვინსენტ კანდელამ RB Sport-თან ინტერვიუში მისი აზრით, სომხეთის ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.

კანდელას თქმით, საუკეთესო სომეხი ფეხბურთელი საფრანგეთის ნაკრების ყოფილი შემტევი ნახევარმცველი იური ჯორკაეფია.

"მხითარიანი ჭკვიანი ფეხბურთელია. "რომას" შემადგენლობაში მისი თამაში არაერთხელ მინახავს, ახლა კი "ინტერის" ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშეა. 

ჩემი მეგობრისა და ყოფილი თანაგუნდელის, ეროვნებით სომეხი ფეხბურთელის, იური ჯორკაეფის დაბადების დღეზე ჩვენს შორის კომუნიკაცია შედგა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, ჰენრიხი როგორი ინტელექტუალური ადამიანია.

იური საფრანგეთის ნაკრების რიგებში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ეჭვგარეშეა, რომ მხითარიანმა სომხური
ფეხბურთის ისტორიაში უდიდესი კვალი დატოვა. თუმცა ჩემი აზრით, ამ ქვეყნის საფეხბურთო ისტორიაში ჯორკაეფი საუკეთესოა", - განაცხადა კანდელამ.

შეგახსენებთ, მხითარიანი სომხეთის ეროვნული ნაკრების ღირსებას 2007/2022 წლებში იცავდა, ამ პერიოდის განმავლობაში ჰენრიხმა 95 მატჩში 32 გოლის გატანა მოახერხა.

ცნობისთვის, ერთა ლიგის B დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად საქართველოს ნაკრები C ლიგის მეორეადგილოსან სომხეთს დაუპირისპირდება - 20 მარტს გასვლაზე და 23 მარტს სახლში.

altმხითარიანი: ისტორია დავწერეთ, ორი თვის წინ ვიცოდით, რომ ჩემპიონები გავხდებოდით

altსამაგალითო სპორტსმენი - რამდენ ენაზე საუბრობს მხითარიანი?

alt"მხითარიანი იდიოტია! როგორ შეიძლება ის თამაშობდეს და..." - ვიდალმა სომეხ ფეხბურთელს შეურაცხყოფა მიაყენა

მკითხველის კომენტარები / 23 /
ჯერ ერთი,
- ჯორკაეფი და მისი მშობლებიც, "შერეულები" არიან და/ანუ
იური, არაა სრულად იურიკა, და/ანუ არაა "სუფთა სომეხი" არცერთი მხრიდან ;
მეორე,
- ჯორკაეფს სომხეთის ნაკრებში არ უთამაშია და ვერ(ც) გამოდგება სომხური ფეხბურთის წარმომადგენლებთან შედარებისთვის ;
და მესამეც,
- რა იცის საბჭოთა კავშირის დროს მოთამაშე ცნობილ ფეხბურთელებზე, სოხუმელი სიმონიანიდან და ბაქოელი
მარქაროვიდან მოყოლებული, ზანაზანიან- ანდრეასიან- ზანაზანიან -იშტოანსა და თუნდაც, ხორენ(ა)
ოგენესიანზე ?
მოკლედ, ჯორკაეფი არც "სუფთა" სომეხია და არც სომხური ფეხბურთის წარმომადგენელი !
---------
პ.ს. თუ ზოგადად თამაშზე და მაინცდამაინც საუკეთესო სომეხ მოთამაშეზე(!) ვისაუბრებთ, ანასტას მიქოიანზე დიდი "მოთამაშე" მსოფლიოში არ დაბადებულა, "სუფთა" სომეხიც იყო და ლენინიდან მოყოლებული ბრეჟნევამდე, სულ თამაშთამაშით გაქაჩა...
წვიმაში, წვეთებს შორის ისე დასრიალებდა, არც კი სველდებოდაო. :)))))
შენი ლოგიკა ...
20:58 23-11-2024
0
ვერ გავიგე ჯორკაეფი სადაური სომეხია ? მისი ბაბუა და მამა იყვნენ ყალმუხები და ცხსოვრობდნენ ასტრახანის მიდამოებში და სომხეთში საერთოდ არ ყოფილან ! დედა ყავდა სომეხი და ისიც არასდროს არ ყოფილა სომხეთში (თურქეთში ცხოვრობდდნენ და 1916 წლის მოვლენების მერე გაიქცნენ) და რომც ყოფილიყო და სომხეთში დაბადებულიყო მერე რა ? ებრაელი ხომარაა რომ დედის მხრიდან იყოს სომეხი ? ან ლაშა გიორგი ან რუსუდანი ხომარაა რომლებსაც დედა ყავდათ ქართველი და ლაშა გიორგის და რუსუდანს თამარის ძედ და თამარის ასულად მოიხსენიებდნენ და არა დავით სოსლანისა იმიტომ რომ ასე იყო საჭირო სახელმწიფოს ინტერესებიდან !
zura222
20:38 23-11-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული