"მხითარიანი სომხური ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მოთამაშე არ არის" - საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მცველი

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრებისა და "რომას" ყოფილმა მცველმა ვინსენტ კანდელამ RB Sport-თან ინტერვიუში მისი აზრით, სომხეთის ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა.

კანდელას თქმით, საუკეთესო სომეხი ფეხბურთელი საფრანგეთის ნაკრების ყოფილი შემტევი ნახევარმცველი იური ჯორკაეფია.

"მხითარიანი ჭკვიანი ფეხბურთელია. "რომას" შემადგენლობაში მისი თამაში არაერთხელ მინახავს, ახლა კი "ინტერის" ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშეა. 

ჩემი მეგობრისა და ყოფილი თანაგუნდელის, ეროვნებით სომეხი ფეხბურთელის, იური ჯორკაეფის დაბადების დღეზე ჩვენს შორის კომუნიკაცია შედგა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, ჰენრიხი როგორი ინტელექტუალური ადამიანია.

იური საფრანგეთის ნაკრების რიგებში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. ეჭვგარეშეა, რომ მხითარიანმა სომხური
ფეხბურთის ისტორიაში უდიდესი კვალი დატოვა. თუმცა ჩემი აზრით, ამ ქვეყნის საფეხბურთო ისტორიაში ჯორკაეფი საუკეთესოა", - განაცხადა კანდელამ.

შეგახსენებთ, მხითარიანი სომხეთის ეროვნული ნაკრების ღირსებას 2007/2022 წლებში იცავდა, ამ პერიოდის განმავლობაში ჰენრიხმა 95 მატჩში 32 გოლის გატანა მოახერხა.

ცნობისთვის, ერთა ლიგის B დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად საქართველოს ნაკრები C ლიგის მეორეადგილოსან სომხეთს დაუპირისპირდება - 20 მარტს გასვლაზე და 23 მარტს სახლში.

altმხითარიანი: ისტორია დავწერეთ, ორი თვის წინ ვიცოდით, რომ ჩემპიონები გავხდებოდით

altსამაგალითო სპორტსმენი - რამდენ ენაზე საუბრობს მხითარიანი?

alt"მხითარიანი იდიოტია! როგორ შეიძლება ის თამაშობდეს და..." - ვიდალმა სომეხ ფეხბურთელს შეურაცხყოფა მიაყენა

მკითხველის კომენტარები / 26 /
ახლა მე ჩამოგითვლით საუკეთესო სომეხ ფეხბურთელებს:არსენ ჩილინგარიანი,სამველ კასაბოღლიანი და აშოტ მკრტჩიანი,ასევე სამველ პოღოსიანი,ასეა ეს!!!
sandrex
23:26 23-11-2024
0
ნაზარ პეტროსიანი დაგავიწყდათ?
haaa?
23:23 23-11-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული