"არ ვფიქრობ, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლას რომელიმე გრანდი გამოეთიშა, მხოლოდ 12 ტურია გასული და სატურნირო ცხრილში სიმჭიდროვეა, ჩვენ კარგად ვთამაშობთ, მაგრამ სხვებიც მშვენივრად გამოიყურებიან.
კვირას ორივე გუნდისთვის, როგორც ჩვენთვის, ასევე "რომასთვის", მძიმე მატჩი იქნება. მათ გასულ წელს გვაჯობეს, სატრანსფერო ფანჯარაზეც შესანიშნავი სამუშაო გასწიეს.
ის ფაქტი, რომ "ჯალოროსიმ" მესამე მწვრთნელი გამოიცვალა, საქმეს გვირთულებს. იურიჩი რომ დარჩენილიყო, დაახლოებით გვეცოდინებოდა თუ როგორ სტილში ითამაშებდა
არ გვინდა, რომ "ნაპოლის" ფანებს იმედები გავუცრუოთ, ამის შიში ნამდვილად გვაქვს. კლუბში საბრძოლო განწყობა და შესანიშნავი გარემოა. ყველა მაქსიმალურად იხარჯება და გამარჯვებისთვის თავს არავინ ზოგავს. ჩემს ფეხბურთელებს ყოველთვის ვეუბნები, რომ მოვიგებთ თუ წავაგებთ, მთავარია შედეგის მისაღწევად მაქსიმუმი გავაკეთოთ", - განაცხადა კონტემ.
კვარაცხელიას ისტორიული კადრი, კონტეს მთავარი პრობლემა და ნდობა ლუკაკუს...