"რა განსხვავებაა სიმეონესა და გვარდიოლას შორის?" - როდრიმ განმარტა

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა როდრი ერნანდესმა, Cadena Ser-თან ინტერვიუში ერთმანეთს მისი ყოფილი და ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელები - დიეგო სიმეონე და პეპ გვარდიოლა შეადარა.

"ოქროს ბურთის" მოქმედი გამარჯვებულის თქმით, არგენტინელი სპეციალისტი უფრო ემოციურია, ესპანელი კი მეთოდური.

"მათ ორივეს საკუთარი, განსხვავებული სამწვრთნელო სტილი აქვთ. "ჩოლო" ჯიუტი იყო, მას მუდამ ინტენსიურად თამაში უნდა და მახსოვს, ვარჯიშებიდან თავის ტკივილით მოვდიოდი. პეპი უფრო მშვიდია, მას თამაშის ანალიზი უყვარს.

სიმეონე უფრო ემოციურია, გვარდიოლა კი მეთოდური, მიუხედავად ამისა, ორივე თავის საქმის უდიდესი პროფესიონალია და იციან, როგორ გაქციონ უკეთეს
ფეხბურთელად", - განაცხადა როდრიმ.

შეგახსენებთ, ესპანელი ნახევარმცველი "ატლეტიკოს" რიგებში 2018/2019 წლებში იცავდა, "მანჩესტერ სიტიმ" მის სანაცვლოდ "როხიბლანკოს" 62.6 მილიონი ევრო გადაუხადა. 

alt"ოქროს ბურთის" გამარჯვებულმა როდრიმ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

alt"რეალის" საქციელი აღმაშფოთებელია, როდრის მთელ მსოფლიოში პატივს სცემენ, რასაც ვინისიუსზე ვერ ვიტყვი" - გარი ნევილი

altროგორ ჩაუმწარეს ვინისიუსს წვეულება და როგორ იზეიმა როდრიმ

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული