"პირადად მე, მისი ფეხბურთი ასე მესმის" - ფედელემ კონტეზე ისაუბრა

AutoSharing Option
"პარმას" ყოფილმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა, ენრიკო ფედელემ "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს შესახებ ისაუბრა.

"პარტენოპეის" დიდი გულშემატკივრის თქმით, მისი აზრით, კონტეს სათამაშო ფილოსოფია დაახლოებით "იუვენტუსის" ყოფილი მწვრთნელის, მასიმილიანო ალეგრის სტილის მსგავსია.

"კონტეს ფეხბურთი უკეთესია, ვიდრე ალეგრის? ეს ასე არ არის, მენტალიტეტი იგივეა: მიეცით სივრცე მოწინააღმდეგეს და შემდეგ კონტრშეტევაზე დასაჯეთ. ამას აკეთებდა ალეგრიც და კიდევ უფრო ადრე ჯოვანი ტრაპატონიც.

პირადად მე, კონტეს ფეხბურთი ასე მესმის, და საერთოდ, იტალიის ნაკრები წლების წინ წარმატებას სწორედ ასეთი ფეხბურთით აღწევდა. გაიხსენეთ ლიპი, თუ როგორ
მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი, ნამდვილი იტალიური ფეხბურთით. გახსოვთ, როგორ ითამაშა იტალიამ სოკრატესისა და ზიკოს ბრაზილიის წინააღმდეგ? ან მარადონას არგენტინასთან? იტალიური ფეხბურთი ყოველთვის ასეთი იყო", - განაცხადა ფედელემ Radio Marte-ს ეთერში.

alt"კვარა" სასწრაფოდ უნდა გაყიდონ, თორემ..."- ფედელემ ქართველზე საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა

alt"ლუკმენი თუ კვარაცხელია? ქართველი ყოველთვის ერთსა და იმავეს აკეთებს, მაგრამ..." - ფედელემ შემტევები შეადარა

altკვარაცხელია თუ ნერესი. "არ მესმის, რა უნდა ამ ხალხს ქართველისგან?" - ფედელე ხვიჩას გამოექომაგა
 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული