მესი თუ რონალდო - კიელინიმ არჩევანი გააკეთა

AutoSharing Option
ვეტერანმა იტალიელმა მცველმა ჯორჯო კიელინიმ კრიშტიანო რონალდოსა და ლიონელ მესის შორის არჩევანი გააკეთა. "იუვენტუსის" ყოფილმა უკანახაზელმა უპირატესობა ტურინულ გრანდში მის ყოფილ თანაგუნდელს მიანიჭა.

"ამ ორ გენიოსს შორის არჩევანის გაკეთება რთულია, მაგრამ თუ მაინც ასე იქნება, უპირატესობას კრიშტიანო რონალდოს მივანიჭებ.

მასთან თამაში მსიამოვნებდა და ვხედავდი, რომ რთულ სიტუაციებში ის თავის სათამაშო დონეს უფრო ამაღლებდა.

როდესაც ის "იუვენტუსში" მოვიდა, ჩვენი დრო თითქმის წასული იყო, მაგრამ მასთან თამაში მაინც ძალიან საინტერესო გამოვიდა და გარდა ამისა, ის ძალიან კარგი პიროვნებაა", - ციტირებს კიელინის talkSport.