"მალე ვარსკვლავი გახდება" - რონალდო 17 წლის ბრაზილიელზე

AutoSharing Option
ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფორვარდმა რონალდომ 17 წლის ესტევანზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი თანამემამულე მალე მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი გახდება.

"ის ძალიან ახალგაზრდა და ძალიან ნიჭიერია. ცოტათი ლამინ იამალს მაგონებს და ფეხბურთში დიდ სახელს მალე მოიპოვებს. ასაკის გათვალისწინებით, ის ძალიან პერსპექტიულია.

ვფიქრობ, "პალმეირასთან" ერთად მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე ითამაშებს, შემდეგ, კი "ჩელსის" შეუერთდება" - თქვა რონალდომ.

მიმდინარე წლის ივნისში "ლურჯებმა" "პალმეირასს" ესტევანის სანაცვლოდ 34 მილიონი ევრო გადაუხადეს, რასაც ბონუსების სახით, 27 მილიონი ევრო შეიძლება დაემატოს.
ასევე დაგაინტერესებთ