"არსენალის" მცველმა "ნაპოლიში" გადასვლაზე თანხმობა განაცხადა

AutoSharing Option
"არსენალის" ცენტრალურმა მცველმა იაკუბ კივიორმა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე "ნაპოლიში" გადასვლაზე თანხმობა განაცხადა, ამის შესახებ ინფორმაციას TuttomercatoWeb-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "მეთოფეებს" პოლონელის გასხვისება არ სურთ, კივიორს კი მეტი სათამაშო დროის მიღება უნდა, ამიტომ მხარეები მოლაპარაკებებს იჯარისა და შემდეგ შესაძლო გამოსყიდვის თაობაზე აწარმოებენ.

კივიორს სერია A-ში თამაშის გამოცდილება აქვს, "არსენალმა" პოლონელი მცველი 2021 წელს, "სპეციადან", 20 მილიონ ევროდ შეიძინა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული