"ცუდია, რომ თეთრკანიანი ფეხბურთელები ჩუმად არიან" - ლილიან ტურამმა რასიზმზე ისაუბრა

AutoSharing Option
ლეგენდარულმა მცველმა ლილიან ტურამმა, ფეხბურთში არსებული რასიზმის პრობლემების შესახებ ისაუბრა.

ტურამის თქმით, როდესაც ფერადკანიანი მოთამაშე რასიზმის შესახებ იწყებს საუბარს, თეთრკანიანი ფეხბურთელები ჩუმად არიან.

"რასიზმის შემდეგ, ფერადკანიან ფეხბურთელს მოედნიდან გასვლა სურს, მაგრამ თეთრკანიანი თანაგუნდელები მას ამშვიდებენ და სთხოვენ, რომ ასე არ მოიქცეს. და შემდეგ იცით, რა ხდება? მსაჯი ფერადკანიან ფეხბურთელს ყვითელ ბარათს აძლევს, რადგან დაწყნარდეს.

სამწუხაროდ, ასეთი რეალობა გვაქვს. ამაზე კი თეთრკანიანი ფეხბურთელების დუმილი ძალიან ცუდი ფაქტია", - განაცხადა ლილიან ტურამმა.

შეგახსენებთ, ტურამი სხვადასხვა დროს "მონაკოს", "პარმას", "იუვენტუსისა" და "ბარსელონას" ღირსებას
იცავდა. საფრანგეთის ნაკრებში კი ჯამში 142 მატჩი აქვს ჩატარებული.
მკითხველის კომენტარები / 10 /
რა ვიცი,დასავლეთი ვეროპის საფეხბურთო კლუბებში,შესაძლოა ნახევარზე მეტი ფეხბურთელებისა,აფრიკიდან,ან ლათინური ამერიკიდან არიან და არც ხელფასებს უჩივიან.რა რასიზმზეა ლაპარაკი?!თუ ასე წავა,შავკანიანთა უბნებში თეთრკანიანთა შესვლაც არ არის უსაფრთხო!როცა შენ ქვეყანაში უცხო ტომის ხალხი ძალიან გამრავლდება და თავისი მოთხოვნების წამოყენებას იწყებს,ბუნებრივია ადგილობრივს,პროტესტი და უარყოფის შეგრძნება განივითარდეს.მიხვედი ქვეყანაში?დაიხურე იქაური ქუდი და პატივი ეცი,ადგილობრივ კულტურას თუ ტრადიციებს.თუ არ მოგწონს,დაბრუნდი შენ ქვეყანაში და იქ იცხოვრე,შენი კულტურის და ტრადიციების მიხედვით.შენ ქვეყანაა და ისე იცხოვრე,როგორც გსურს.ევროპაზე ვერავინ იტყვის,ადამიანის უფლებებს პატივს არ სცემენო,მაგრამ ყველაფერს თავისი საზღვარი აქვს და მოსულმა,ეს საზღვარი არ უნდა გადალახოს!ტყუილად არ უთქვამთ,სადაც მიხვალ,იქაური ქუდი დაიხურეო!
ეს ტიურამის პასუხად დავწერე,მაგრამ ნებისმიერ უცხოელს ეხება,ნებისმიერ ქვეყანაში.არავის აქვს უფლება,საქართველოში ქართველს მიუთითოს,როგორ იცხოვროს,ისევე როგორც სომეხს სომხეთში და ვთქვათ ფრანგს,საფრანგეთში.პატივი ეცი ადგილობრივ მოსახლეობას და ისიც პატივისცემით მოგექცევა!
სოსო
16:52 27-12-2024
0
დაბრუნდით მშობლიურ აფრიკაში და დამიჯერე იქ არავინ შეგეხებათ! ვაა გარეულმა ქათამმა შინაური ხო გააგდო და ახლა კიდე უნდა აქო და ადიდო რაკარგია რომ გაგვაგდეთო!
ლადო
14:03 27-12-2024
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული