სებალიოსი ტრავმის გამო 1 თვით იუქმებს

AutoSharing Option
"რეალის" ნახევარმცველი დანი სებალოსი "სოსიედადთან" (1:0) მიღებული ტრავმის გამო დაახლოებით 1 თვით იუქმებს, ამის შესახებ ინფორმაციას Relevo ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ესპანელმა ნახევარმცველმა ბარძაყის ტრავმა მიიღო და "რეალს" უახლოეს შეხვედრებში ვერ დაეხმარება.

მიმდინარე სეზონში დანი "ბლანკოსისთვის" უმნიშვნელოვანეს მოთამაშედ იქცა, მან "სამეფო კლუბის" მაისურით ყველა ტურნირზე 30 მატჩი გამართა, თავი კი 2 საგოლე პასით გამოიჩინა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული