"ბაიერნმა" კომპანის გარანტიები მისცა - ბელგიელს მარტივი ამოცანა აქვს

AutoSharing Option
"ბაიერნმა" ვენსან კომპანის გარანტიები მისცა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე დაფიქსირებული ნებისმიერი შედეგის მიუხედავად, თუ ბელგიელის ხელმძღვანელობით "რეკორდმაისტერი" ბუნდესლიგას მოიგებს, იგი მომდევნო სეზონშიც მიუნხენელთა თავკაცი იქნება, ამის შესახებ ინფორმაციას ავტორიტეტული გერმანული გამოცემა Bild-ი ავრცელებს.

კომპანიმ "ბაიერნი" გასულ ზაფხულს ჩაიბარა, ბელგიელი სპეციალისტი თავდაპირველად "ბარნლის" წვრთნიდა, რომელიც პრემიერლიგაში გადაიყვანა.

"ბაიერნი" ბუნდესლიგაში 58 ქულით პირველ ადგილს იკავებს და უახლოეს მდევარ "ლევერკუზენს" 8 ქულით უსწრებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული