2014 წლის მერე პირველად - ბრაზილიელთა მძიმე სტატისტიკა, არგენტინასთან განადგურების შემდეგ

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს, "ალბისელესტემ" სამხრეთ ამერიკის შესარჩევი ტურნირის მე-14 ტურში ბრაზილია 4:1 დაამარცხა.

აღსანიშნავია, რომ "სელესაომ" ოფიციალურ მატჩებში 4 ან მეტი გოლი 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ პირველად გაუშვა. მოგეხსენებათ, მაშინ საშინაო მუნდიალზე ბრაზილიელები ნახევარფინალში გერმანიასთან 1:7 განადგურდნენ.

უშუალოდ სამხრეთ ამერიკული ნაკრებიდან ბრაზილიელებმა 4 ბურთი 1987 წლის შემდეგ პირველად მიიღეს. ბოლოს ეს არგენტინაში გამართულ კოპა ამერიკაზე ჩილეს ნაკრებმა გააკეთა, რომელმაც "სელესაოს" 4:0 სძლია.