მადრიდის "რეალმა" ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
3 ივნისს, კარდიფში უეფას ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წლების გათამაშების ფინალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ერთმანეთის ტურინის "იუვენტუსი" და მადრიდის "რეალი" დაუპირისპირდნენ.

გამარჯვება "სამეფო კლუბს" დარჩა, რომელმაც იტალიური გუნდი ანგარიშით 4:1 დაამარცხა და ევროპული საკლუბო ფეხბურთის უმთავრეს ჯილდოს ისტორიაში მეთორმეტედ დაეუფლა. ამასთან, "რეალი" და მისი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი გახდნენ პირველები, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგაში (1991/92 წლების შემდეგ) გამარჯვება ზედიზედ შეძლეს.

სტადიონ "მილენიუმზე" გამართულ მატჩში ანგარიში კრიშტიანო რონალდომ მე-20 წუთზე, დანიელ კარვახალის გადაცემის შემდეგ გახსნა. ტურინელებს გასათანაბრებლად 7 წუთი დასჭირდათ - მარიო მანჯუკიჩმა ბურთი
ეფექტური დარტყმით გადაგზავნა კეილორ ნავასის კარში.

შესვენების შემდეგ მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი ჩანდა - მადრიდის "რეალი". ჯერ 61-ე წუთზე კარლოს კასემირომ საჯარიმოს გარედან შორეული დარტყმით გაუტანა ჯანლუიჯი ბუფონს, 64-ეზე კი ლუკა მოდრიჩის პასის შემდეგ, რონალდომ კარიერის მე-600 გოლი მიითვალა.

მატჩის მიწურულს "იუვენტუსი" კაცნაკლული დარჩა - 84-ე წუთზე მსაჯმა ფელიქს ბრიხმა მოედნიდან ხუან კუადრადო გააძევა. "მილენიუმზე" საბოლოო ანგარიში კი 90-ე წუთზე მარკო ასენსიომ დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ ტურინის "იუვენტუსმა" ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ფინალი დათმო.
მკითხველის კომენტარები / 15 /
ronaldo ronaldoooo.ჰალა მადრიდდდდდ
zuriko
05 ივნისი 2017 08:00
0
რონალდო მსოფლიოში საუკეთესოა, როგორც ფეხბურთელი. ქვეყნის პატრიოტი, ქველმოქმედი და კარგი მეგობარი. ვისაც მაგის "პრიჩოსკა" არ მოწონს, მესის ქერა თმებზე და "ნაკოლკებზე" იკაიფოს.
mari
05 ივნისი 2017 01:32
0
ფეხზე დააბიჯა - ვისაც ფეხბურთი ესმის, კონტექსტით მიხვდებოდა რაც მოხდა, ასე რომ ტყუილად აგინებთ რამოსს.
zuzu
04 ივნისი 2017 17:46
0
მატჩისწინა კომენტარში ვწერდი, რომ მოხარული ვიქნებოდიამწუხაროდ მხოლოდ ერთი ტაიმი გაძლო, მერე კი ერთი გუნდი იყო მოედანზე. ზიდანის რეალი დღეს ისეთ ფეხბურთს თამაშობს კლუბს კი არა, მგონი მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებებს გაამწარებს. შემეცოდა იუვე. მირჩევნოდა ასე ბარსა დაეჩაგრათ, მათ იციან რეალს როგორ ეთამაშონ და უფრო თანაბარი თამაში იქნებოდა. ყოჩაღ ზიზუ!
murtalo
04 ივნისი 2017 15:47
0
რამოსი არარაობად იქცა!ბრაო რეალს და რონალდოს,აი ვინ არის უძლიერესი ფეხბურთელი კლუბშიც და ნაკრებშიც,ყველგან ლიდერია,ერთნაირად თამაშობს,როგორც უძლიერესი დაცვის ასევე შედარებით სუსტი დაცვის წინააღმდეგ,ასე რომ მარტო ერთი კუთხით მესივით დედა რავნახეო არ არის,ყველგან და ყველაფერში ძლიერია.
ზასტაველი
04 ივნისი 2017 14:04
0
ასეთი დაცვის ხაზი იუვესი-ასეთი დაშლილი მე არ მინახავს.კიელენი-0,ბონუჩი-0,ბუფონი-0,5.და საერთოდ-0იყო გუნდი. რაც შეეხება რამოსს,ბოლო დროს რაგაც ავარდნილია ძალიან.კამათობს,ჩხუბობს,რეპლიკებს ისვრის,ეხლა სიაფანდობაც მიამატა.კარგია სეზონი რომ მორჩა,თორემ ეგ ......

კახა ქირია
04 ივნისი 2017 14:02
0
რეალის გულშემატკივარი ვარ, მაგრამ თავიდან მეც გამაბაზა რამოსის საქციელმა,მაგრამ მერე გამეორებაზე გამოჩნდა რომ ფეხი დააბიჯა ,თუმცა იმხელა უპირატესობა ქონდა რეალს 2 ტაიმში რომ ეს მომენტი აღარცაა სალაპარაკო
gio
04 ივნისი 2017 13:30
0
მაგარია, რელი ამტკიცებს რომ პირველებია მსოფლიოში. რამოსმა კი მაგრად გატეხა არ უნდა ეკადრებია
imereli
04 ივნისი 2017 12:04
0
რამოსის რა გითხრათ და იუვე თუ ასე ჩაისვრიდა არ მეგონა ნამდვილად...
gg
04 ივნისი 2017 12:04
0
გუშინ კრიშტიანომ საბოლოოდ გასცა პასუხი შეკითხვას-რონალდო თუ მესი.რაც რონალდომ სეზონის ბოლოს გააკეთა ასეთი რამ ჯერ არავის გაუკეთებია.გაუტანო 5 ბურთი ბავარიას,3 ატლეტიკოს და ფინალში 2 ,თან უძლიერესი დაცვის გუნდებს ეს ფანტასტიკის სფეროდანაა .ხოლო მესი ეიბართან,გრანადასთან და ასეთ გუნდებთან აგროვებს ბურთებს.ამას დაუმატეთ პატრიოტიზმი.ასეთი სეზონის შემდეგ ნაკრებში აპირებს კონფედერაციის თასზე თამაშს.ნამდვილი ვაჟკაცია.
მაგარი კაცი სახელად კრიშტიანო
04 ივნისი 2017 11:07
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული