მადრიდის "რეალმა" ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
3 ივნისს, კარდიფში უეფას ჩემპიონთა ლიგის 2016/17 წლების გათამაშების ფინალური შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ერთმანეთის ტურინის "იუვენტუსი" და მადრიდის "რეალი" დაუპირისპირდნენ.

გამარჯვება "სამეფო კლუბს" დარჩა, რომელმაც იტალიური გუნდი ანგარიშით 4:1 დაამარცხა და ევროპული საკლუბო ფეხბურთის უმთავრეს ჯილდოს ისტორიაში მეთორმეტედ დაეუფლა. ამასთან, "რეალი" და მისი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი გახდნენ პირველები, რომლებმაც ჩემპიონთა ლიგაში (1991/92 წლების შემდეგ) გამარჯვება ზედიზედ შეძლეს.

სტადიონ "მილენიუმზე" გამართულ მატჩში ანგარიში კრიშტიანო რონალდომ მე-20 წუთზე, დანიელ კარვახალის გადაცემის შემდეგ გახსნა. ტურინელებს გასათანაბრებლად 7 წუთი დასჭირდათ - მარიო მანჯუკიჩმა ბურთი
ეფექტური დარტყმით გადაგზავნა კეილორ ნავასის კარში.

შესვენების შემდეგ მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი ჩანდა - მადრიდის "რეალი". ჯერ 61-ე წუთზე კარლოს კასემირომ საჯარიმოს გარედან შორეული დარტყმით გაუტანა ჯანლუიჯი ბუფონს, 64-ეზე კი ლუკა მოდრიჩის პასის შემდეგ, რონალდომ კარიერის მე-600 გოლი მიითვალა.

მატჩის მიწურულს "იუვენტუსი" კაცნაკლული დარჩა - 84-ე წუთზე მსაჯმა ფელიქს ბრიხმა მოედნიდან ხუან კუადრადო გააძევა. "მილენიუმზე" საბოლოო ანგარიში კი 90-ე წუთზე მარკო ასენსიომ დააფიქსირა.

აღსანიშნავია, რომ ტურინის "იუვენტუსმა" ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ფინალი დათმო.
მკითხველის კომენტარები / 15 /
რამოსმა კი ჩაისვარა
nnn
04 ივნისი 2017 09:02
0
ანჩელოტიმ არ მოაგებინა ჩემპიონთა ლიგა რეალს? ზიდანმა ზედიზედ 2-ჯერ მოაგებინა
ავტორს
04 ივნისი 2017 03:15
0
ბრავო რეალი!!!ასეთი დაშლილი იუვენტუსი პირველად ვნახე.რონალდომ დაამტკიცა,რომ საუკეთესოა.
სოსო
04 ივნისი 2017 01:03
0
რეალმა დამსახურებულად მოიგო. მაგრამ რამოსის კაცობა რა ვთქვი და მერე იმათი ვისაც მაგის საქციელი მოეწონა
Zura
04 ივნისი 2017 00:58
0
რამოსმა კი ჩაისვარა
nnn
04 ივნისი 2017 00:54
0

სიახლეები პოპულარული