ევროტურნირები

ჩემპიონთა ლიგა

ჩემპიონთა ლიგის ფინალის ფაქტები და სტატისტიკა: "რეალისა" და რონალდოს რეკორდები

AutoSharing Option
* მადრიდის "რეალმა" ჩემპიონთა თასი მე-12-ედ მოიგო, რაც საუკეთესო მაჩვენებელია. "მილანს" 7 მოგება აქვს; "ბარსელონას", "ბაიერნსა" და "ლივერპულს" - 5-5.

* ჯიჯი ბუფონი (იუვენტუსი) ფინალის მონაწილეთა შორის ხანდაზმულობით მეორეა - ბუფონმა ფინალი 39 წლისა და 126 დღის ასაკში ითამაშა, ედვინ ვან დერ საარი (მანჩესტერი) კი ლიგის ფინალში 40 წლისა და 211 დღის იყო.

* დანი ალვეში (იუვენტუსი) მეორე ბრაზილიელია, ვინც ჩემპიონთა ლიგაზე 100 მატჩი ითამაშა. პირველი იყო რობერტო კარლოსი.

* ტურინის "იუვენტუსის" სასტარტო შემადგენლობა ხანდაზმულობით მეორეა ლიგის ფინალების ისტორიაში -
"იუვეს" საშუალო ასაკი 30 წელი და 336 დღეა. 2007 წელს "მილანის" საშუალო ასაკი 31 წელი და 35 დღე იყო.

* კრიშტიანო რონალდო (რეალი) პირველი ფეხბურთელია, ვინც სამ ფინალში გაიტანა.

* მადრიდის "რეალმა" ზედიზედ 65-ე თამაშში შეძლო გოლის გატანა. "რეალმა" ბოლოს 2016 წლის აპრილში ვერ გაიტანა "სიტისთან" დაპირისპირებაში.

* "რეალი" პირველი გუნდია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე (საკვალიფიკაციო ეტაპები არ იგულისხმება) 500 გოლი გაიტანა.

* მარიო მანჯუკიჩი (იუვენტუსი) გახდა მესამე ფეხბურთელი, ვინც ლიგაზე ორი სხვადასხვა გუნდის მაისურით გაიტანა. პირველი იყო ველიბორ ვასოვიჩი ("პარტიზანი" და "აიაქსი"), მეორე - კრიშტიანო რონალდო ("მანჩესტერი" და "რეალი"). მარიოს აქამდე "ბაიერნის" მაისურით გაუტანია ფინალში.

* რონალდოს მეორე გოლი პორტუგალიელის საფეხბურთო კარიერაში მე-600 გამოდგა. 406 გოლი მან "რეალის" მაისურით გაიტანა, 118 - "მანჩესტერ იუნაიტედის", 5 - "სპორტინგის", 71 პორტუგალიის ნაკრების.

* კრიშტიანო რონალდომ ჯანლუიჯი ბუფონს 5 მატჩში 7 გოლი გაუტანა.

* "რეალი" პირველი გუნდია, რომელმაც ლიგის ეპოქაში ტიტულის შენარჩუნება შეძლო.

* ლიგის ბომბარდირი კრიშტიანო რონალდო გახდა 12 გოლით. პორტუგალიელი ზედიზედ მეხუთედ გახდა ლიგის ბომბარდირი. რონალდომ ამჯერადაც ლიონელ მესის გაასწრო - 11 გოლი.

* კრიშტიანო რონალდომ მეოთხედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა და რეკორდი გაიმეორა. რეკორდი კი კლარენს ზეედორფს, ჟერარდ პიკეს, ჩავი ერნანდესს, ანდრეს ინიესტას, სამუელ ეტო'ოსა და ლიონელ მესის ეკუთვნით.

* ბუფონს ლიგის ფინალებში უკვე 7 გოლი აქვს გაშვებული, მან ვან დერ სარის ანტირეკორდი გაიმეორა.

* "იუვენტუსმა" ზედიზედ მეხუთე ფინალი წააგო ლიგაზე და ამით ლისაბონის "ბენფიკას" ანტირეკორდი გაიმეორა. საერთო ჯამში, "იუვემ" ჩემპიონთა ლიგაზე 7 ფინალი წააგო, რაც ყველაზე უარესი შედეგია.

* "იუვენტუსმა" ფინალში იმაზე მეტი გოლი გაუშვა (4), ვიდრე მთელ დანარჩენ ტურნირში (3).

* ხუან კუადრადო (იუვენტუსი) პირველი ფეხბურთელია, ვინც ლიგის ფინალში გააძევეს, მას მერე, რაც შეცვლაზე შევიდა.

* გარეთ ბეილი (რეალი) გახდა მეექვსე ფეხბურთელი, ვინც მშობლიურ ქალაქში გახდა თასის მფლობელი.

* "რეალმა" ერთ სეზონში ლა ლიგა და ჩემპიონთა თასი 59-წლიანი პაუზის მერე, პირველად მოიგო.

* უეფას თასის სუპერთასისთვის "რეალი" ევროპალიგის გამარჯვებულ "მანჩესტერ იუნაიტედს" შეხვდება.

* ეს სეზონი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე უხვგოლიანი გამოდგა. საშუალოდ მატჩში 3,04 გოლი გადიოდა (380 გოლი 125 მატჩში). 2012/13 წლების სეზონის რეკორდი დაემხო, როცა მატჩში 2,94 გოლი გადიოდა.

* კრიშტიანო რონალდო 105 გოლით ლიგის ყველა დროის ბომბარდირია.

* "რეალმა" ამ სეზონში (ყველა შეჯიბრებაში) სამოცივე თამაშში გაიტანა გოლი. ჯამში "რეალმა" 173 გოლი გაიტანა.

* ზედიზედ მეოთხე სეზონია, ჩემპიონთა ლიგას ესპანური კლუბი იგებს. სულ ესპანურმა კლუბებმა 17 თასი მოიგეს. იტალიას 12 ტიტული აქვს, ისევე, როგორც ინგლისს. მხოლოდ ჩემპიონთა ლიგას თუ ვიგულისხმებთ (1992/93 წლების სეზონიდან), ესპანეთს 10 ტიტული აქვს (აქედან 6 "რეალისაა), იტალიას - 5.

* კრიშტიანო რონალდოს მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი სერ ალექს ფერგიუსონმა გადასცა.

* "სანტიაგო ბერნაბეუზე" ფინალის ლაივ-გადმოცემას 80 ათასი ესპანელი ფანი დაესწრო.

* "რეალის" თითოეული ფეხბურთელი ამ სეზონისთვის 1,5 მილიონ ევროს მიიღებს ბონუსის სახით.

* ზინედინ ზიდანი პირველი მწვრთნელია, ვინც ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ მოიგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"