"ფასებს ჩვეულებრივი ქომაგის გადასახედიდან რომ შევხედოთ, საშინელება ხდება და ეს შეურაცხყოფაა!" - უთხრა ულიმ "ბილდს".
"ალიანს არენაზე" გასამართი ფინალის ყველაზე იაფი ბილეთი 70 ევრო ღირს, ყველაზე ძვირი კი (ლოჟაში) 3500 ევრო.
უეფამ "ბაიერნსაც" და "ჩელსისაც" 17 500-17 500 ბილეთი გადასცა. მოგეხსენებათ, "ალიანს არენა" ფინალზე 62 500 ფანს დაიტევს.
7 000 ბილეთი თავისუფლად გაიყიდა, დანარჩენი კი სპონსორებს გადაეცათ. "ვიცოდი, რომ ფასები მაღალი იქნებოდა, მაგრამ ამას ნაღდად არ
70-ევროანი ბილეთები ახლა ინტერნეტში მინიმუმ 370 ევროდ იყიდება, ხოლო 370-ევროანი ბილეთები კი, მინიმუმ, 1000 ევროდ; შავ ბაზარზე VIP-ლოჟის ბილეთები კი (მაქსიმუმ 4000 ევრო) 32 000 ევროდ ფასობს!
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"