არიენის გარშემო გაჩაღებულ დისკუსიას 22 მაისს ჰოლანდიური ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა იოჰან კრუიფი გამოეხმაურა.
"სამწუხაროა, რომ რობენმა მოკლე დროში ორი უმნიშვნელოვანესი პენალტი ვერ გაიტანა, - წერს "დიდი იოჰანი" "ტელეგრაფის" ფურცლებზე გამოქვეყნებულ სვეტში, - არიენი ბრწყინვალე ფეხბურთელია და პირადად მე მის შესაძლებლობებში ეჭვი არ მეპარება.
იმედია, ამის გამო თავდაჯერებას არ დაკარგავს და ევროპის ჩემპიონატზე ჩვეულად
კრუიფის აზრით, დორტმუნდის "ბორუსიაა" და "ჩელსისთან" გაცუდებულმა მართლაც უმნიშვნელოვანესმა თერთმეტმეტრიანებმა მხოლოდ ის ცხადყო, რომ რობენი პენალტების სპეციალისტი არ არის.
"ამის გამო დეპრესიაში არ უნდა ჩავარდეს. პენალტს ყველა კარგად ვერ დაარტყამს. აი, ნეესკენსი და კუმანი იდეალურად ურტყამდნენ და 30-დან მხოლოდ ერთს თუ გააფუჭებდნენ. რობენი კი ასეთი არ არის და ეს სულაც არაა კატასტროფა.
სამაგიეროდ, არიენი ბრწყინვალედ ასრულებს საჯარიმო დარტყმებს, - მიიჩნევს კრუიფი, რომელიც ფიქრობს, რომ "ჩელსისთან" არიენმა პენალტი მხოლოდ იმიტომ შეასრულა, რომ "ბაიერნს" თერთმეტმეტრიანების სპეციალისტი არ ჰყავს, - ასეთ დროს ვიღაცამ ხომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და რობენმაც სწორედ ეს გააკეთა. შესაბამისად, არიენს ვერავინ ვერაფერში დაადანაშაულებს."
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"