ბუიუქაღა გაჯიევი: ვალდებულები ვართ, "ზესტაფონთან" გავიმარჯვოთ!

AutoSharing Option
როგორც აზერბაიჯანული საიტი www.azerisport.com წერს, ჩემპიონთა ლიგის მეორე შესარჩევი რაუნდის პირველ მატჩზე ბაქოს "ნეფთჩისა" და "ზესტაფონს" შორის, რომელიც 17 ივლისს გაიმართება, ანშლაგია მოსალოდნელი.

სტადიონ "დალგა არენაზე" გასამართი შეხვედრის 1500 ბილეთი უკვე გაყიდულია, მაშინ, როდესაც, სტადიონი სულ 6700 მაყურებელს იტევს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოდან აზერბაიჯანში დაახლოებით 300-მდე ფანი და 20 ჟურნალისტი ჩავიდა.

ბაქოს "ნეფთჩის" მთავარმა მწვრთნელმა ბუიუქაღა გაჯიევმა მატჩის წინ კი განაცხადა, რომ მისი გუნდი საქართველოს ჩემპიონ "ზესტაფონთან" სათამაშოდ  მზადაა.

"მიმაჩნია, რომ "ნეფთჩი" კარგად მოემზადა. ყველაფერი თამაშის დროს გაირკვევა და მაშინ გავიგებთ,
რამდენად კარგად ვიშრომეთ.

"ზესტაფონთან" შეხვედრა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ვალდებულები ვართ, გავიმარჯვოთ. "ნეფთჩის" მჯერა"
, - განაცხადა ბუიუქაღა გაჯიევმა.

ასევე იხილეთ:
ბრუნო ბერტუჩი: 100%-ით ვიცი, ბაქოს "ნეფთჩი" "ზესტაფონის" ბარიერს გადალახავს!
ბაქოს "ნეფთჩის" მცველი: "ზესტაფონს" მინიმუმ ორი გოლი უნდა გავუტანოთ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული