ჩემპიონთა ლიგა ჩემპიონებს არ სწყალობს! - ჯგუფური ეტაპის წილისყრა და კალენდარი

AutoSharing Option
30 აგვისტოს მონაკოში ჩემპიონთა ლიგის საიუბილეო, რიგით მე-20 სეზონის ჯგუფური ეტაპის წილისყრა გაიმართა და ისეთი რამ მოხდა, რაც 20 წლის წინათ წარმოუდგენელი იყო: ესპანეთის, ინგლისის, ჰოლანდიისა და გერმანიის ჩემპიონები ერთ ქვეჯგუფში მოხვდნენ!

ამ კომპანიაში მოხვედრამდე ძალიან ცოტა დააკლდა იტალიის ჩემპიონ "იუვენტუსს“ და თანაც, "იუვე“ "აიაქსის“ ნაცვლად ხვდებოდა...

ცხადია, სიკვდილის ჯგუფი სწორედ ესაა. შესაბამისად, სხვა ჯგუფები გაცილებით დაბალანსებულია.

პსჟ-ს გაუმართლა
მაშ ასე, ევროპის 32 საუკეთესო კლუბი 8 ქვეჯგუფში გადანაწილდა და ჩვენც უკვე მოუთმენლად ველით პირველ ტურს, რომელიც 18-19 სექტემბერს გაიმართება.

თამამად
შეიძლება ითქვას, რომ ამბიციური გუნდებიდან ყველაზე მეტად ფრანგულ პსჟ-ს გაუმართლა: კარლო ანჩელოტის გუნდი მესამე კალათაში გახლდათ განთესილი, რის გამოც ფეხბურთის ქომაგთა აბსოლუტური უმრავლესობა სიკვდილის ჯგუფში მოხვედრას სწორედ პარიზულ კლუბს უწინასწარმეტყველებდა, მაგრამ პსჟ-ს ყველა გრანდი ასცდა!

ზლატან იბრაჰიმოვიჩსა და კომპანიას პირველი კალათიდან "პორტუ“ შეხვდათ, მეორედან კიევის "დინამო“ და პორტუგალიური და უკრაინული გუნდების გარდა, საქმე ზაგრების "დინამოსთან" ექნებათ.

ასე რომ, ყველა ლოგიკის მიხედვით, პსჟ-ს ჯგუფიდან გასვლა არ უნდა გაუჭირდეს.

B ჯგუფს ლონდონის "არსენალი“ ჩაუდგა სათავეში და ინგლისურ კლუბს მეტ-ნაკლებად ერთნაირი სიძლიერის მეტოქეები შეხვდნენ: გერმანიის მესამეადგილოსანი "შალკე“, საბერძნეთის ჩემპიონი "ოლიმპიაკოსი“ და საფრანგეთის ჩემპიონი "მონპელიე“, რომელიც ჩემპიონთა ლიგაში პირველად იასპარეზებს.

გაუმართლა "მილანსაც“, რადგან იტალიის ვიცე-ჩემპიონს სანკტ-პეტერბურგის "ზენიტის“, "ანდერლეხტისა“ და გაჭირვებული "მალაგას“ კომპანიაში პირველი, ან თუნდაც მეორე ადგილის დაკავება არ უნდა გაუჭირდეს.

"როსონერი“ ამ ჯგუფიდან აუცილებლად უნდა გავიდეს - ყველა სხვა შედეგი (თუნდაც მესამე ადგილი და ევროპალიგაზე გადასვლა) მილანელთათვის სრული კრახი იქნება.

დორტმუნდი იბრძოლებს
D ჯგუფი კი სიკვდილის ჯგუფია და აქ ნამდვილი ჯოჯოხეთი დატრიალდება. ცხადია, რომ ფავორიტები "რეალი“ და "მანჩესტერ სიტი“ არიან; დორტმუნდის "ბორუსიას“, რომელიც ზედიზედ ორჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი, ჯგუფში ჩარჩენა არცერთ შემთხვევაში აღარ ეპატიება, რაც იმას ნიშნავს, რომ იურგენ კლოპის ბიჭები ამ ჯგუფში სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოლებენ.

30 აგვისტოსვე დორტმუნდელთა მთავარმა მწვრთნელმა თქვა, ასეთ ჯგუფში მოხვედრა ჩვენთვის დიდი გამოწვევაა და პირადად მე საკმაოდ მეკომფორტულება ის, რომ ურთულეს ჯგუფში მოვხვდით, რადგან უმაღლეს დონეზე ვიქნებით კონცენტრირებულებიო.

უკან დასახევი გზა არც "აიაქსს“ აქვს და წესით, ძალიან საინტერესო მატჩები უნდა ვნახოთ.

ჩელსი და იუვე
შესავალშიც ვთქვით, რომ სიკვდილის ჯგუფში "აიაქსის“ ნაცვლად კინაღამ იტალიის ჩემპიონი "იუვენტუსიც“ მოხვდა, რაც უკვე მართლა მეტისმეტი იქნებოდა.

მესამე კალათაში განთესილმა ტურინელებმა საბოლოოდ E ჯგუფში ამოჰყვეს თავი, სადაც მათ გარდა, ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული ლონდონის "ჩელსი“, უკრაინის ჩემპიონი დონეცკის "შახტარი“ და ლიგის დებიუტანტი, დანიის ჩემპიონი "ნორდსიელანდი“ მოხვდნენ.

წესით, მერვედფინალში გასვლისთვის "ჩელსიმ“ და "იუვემ“ უნდა იბრძოლონ, მაგრამ ფაქტია, რომ "შახტარს“ ორივე გრანდის უკან მოტოვება შეუძლია.

"ნორდსიელანდი“, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, აუტსაიდერობისთვისაა განწირული.

ბაიერნი, ბარსა და იუნაიტედი იოლად უნდა გავიდნენ
გერმანიის ჩემპიონისგან განსხვავებით, ვიცე-ჩემპიონი გაცილებით იოლ ჯგუფში მოხვდა. დღევანდელი გადასახედიდან, "ბაიერნს“ წინააღმდეგობას ვერც "ვალენსია“ გაუწევს, ვერც "ლილი“ და მით უმეტეს, ვერც ბატე.

იოლ ქვეჯგუფშია "ბარსელონაც“ - კატალონიურ სუპერგრანდს ლისაბონის "ბენფიკასთან“, მოსკოვის "სპარტაკთან“ და გლაზგოს "სელტიკთან“ ექნება საქმე.

გასულ სეზონში შერცხვენილი და ჯგუფში ჩარჩენილი "მანჩესტერ იუნაიტედი“ კი თავისი ქომაგების თვალში რეაბილიტაციას "ბრაგასთან“, "გალათასარაისთან“ და "კლუჟთან“ პაექრობებით შეეცდება და ლოგიკურად, შარშანდელივით სირცხვილი აღარ უნდა ჭამოს.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ პირველი ტური 18-19 სექტემბერს გაიმართება და ბარემ აქვე დავძინოთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი 2013 წლის 25 მაისს ლონდონში, "უემბლიზეა“ დაგეგმილი.

A ჯგუფი
პორტუ (პორტუგალია)
დინამო /კ/ (უკრაინა)
პსჟ (საფრანგეთი)
დინამო /ზ/ (ხორვატია)

I ტური
18 სექტემბერი
დინამო (ზ)-პორტუ
პსჟ-დინამო (კ)

II ტური
3 ოქტომბერი
პორტუ-პსჟ
დინამო (კ)-დინამო (ზ)

III ტური
24 ოქტომბერი
პორტუ-დინამო (კ)
დინამო (ზ)-პსჟ

IV ტური
6 ნოემბერი
პსჟ-დინამო (ზ)
დინამო (კ)-პორტუ

V ტური
21 ნოემბერი
პორტუ-დინამო (ზ)
დინამო (კ)-პსჟ

VI ტური
4 დეკემბერი
პსჟ-პორტუ
დინამო (ზ)-დინამო (კ)

B ჯგუფი
არსენალი (ინგლისი)
შალკე (გერმანია)
ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი)
მონპელიე (საფრანგეთი)

I ტური
18 სექტემბერი
მონპელიე-არსენალი
ოლიმპიაკოსი-შალკე

II ტური
3 ოქტომბერი
არსენალი-ოლიმპიაკოსი
შალკე-მონპელიე

III ტური
24 ოქტომბერი
არსენალი-შალკე
მონპელიე-ოლიმპიაკოსი

IV ტური
6 ნოემბერი
შალკე-არსენალი
ოლიმპიაკოსი-მონპელიე

V ტური
21 ნოემბერი
შალკე-ოლიმპიაკოსი
არსენალი-მონპელიე

VI ტური
4 დეკემბერი
ოლიმპიაკოსი-არსენალი
მონპელიე-შალკე

C ჯგუფი
მილანი (იტალია)
ზენიტი (რუსეთი)
ანდერლეხტი (ბელგია)
მალაგა (ესპანეთი)

I ტური
18 სექტემბერი
მალაგა-ზენიტი
მილანი-ანდერლეხტი

II ტური
3 ოქტომბერი
ანდერლეხტი-მალაგა
ზენიტი-მილანი

III ტური
24 ოქტომბერი
მალაგა-მილანი
ზენიტი-ანდერლეხტი

IV ტური
6 ნოემბერი
ანდერლეხტი-ზენიტი
მილანი-მალაგა

V ტური
21 ნოემბერი
ანდერლეხტი-მილანი
ზენიტი-მალაგა

VI ტური
4 დეკემბერი
მილანი-ზენიტი
მალაგა-ანდერლეხტი

D ჯგუფი
რეალი (ესპანეთი)
მანჩესტერ სიტი (ინგლისი)
აიაქსი (ჰოლანდია)
ბორუსია /დ/ (გერმანია)

I ტური
18 სექტემბერი
რეალი-მანჩესტერ სიტი
ბორუსია (დ)-აიაქსი

II ტური
აიაქსი-რეალი
მანჩესტერ სიტი-ბორუსია (დ)

III ტური
24 ოქტომბერი
ბორუსია (დ)-რეალი
აიაქსი-მანჩესტერ სიტი

IV ტური
6 ნოემბერი
მანჩესტერ სიტი-აიაქსი
რეალი-ბორუსია (დ)

V ტური
21 ნოემბერი
მანჩესტერ სიტი-რეალი
აიაქსი-ბორუსია (დ)

VI ტური
4 დეკემბერი
ბორუსია (დ)-მანჩესტერ სიტი
რეალი-აიაქსი

E ჯგუფი
ჩელსი (ინგლისი)
შახტარი (უკრაინა)
იუვენტუსი (იტალია)
ნორდსიელანდი (დანია)

I ტური
19 სექტემბერი
ჩელსი-იუვენტუსი
შახტარი-ნორდსიელანდი

II ტური
2 ოქტომბერი
ნორდსიელანდი-ჩელსი
იუვენტუსი-შახტარი

III ტური
23 ოქტომბერი
შახტარი-ჩელსი
ნორდსიელანდი-იუვენტუსი

IV ტური
7 ნოემბერი
ჩელსი-შახტარი
იუვენტუსი-ნორდსიელანდი

V ტური
20 ნოემბერი
იუვენტუსი-ჩელსი
ნორდსიელანდი-შახტარი

VI ტური
5 დეკემბერი
შახტარი-იუვენტუსი
ჩელსი-ნორდსიელანდი

F ჯგუფი
ბაიერნი (გერმანია)
ვალენსია (ესპანეთი)
ლილი (საფრანგეთი)
ბატე (ბელორუსი)

I ტური
19 სექტემბერი
ბაიერნი-ვალენსია
ლილი-ბატე

II ტური
2 ოქტომბერი
ბატე-ბაიერნი
ვალენსია-ლილი

III ტური
23 ოქტომბერი
ბატე-ვალენსია
ლილი-ბაიერნი

IV ტური
7 ნოემბერი
ბაიერნი-ლილი
ვალენსია-ბატე

V ტური
20 ნოემბერი
ბატე-ლილი
ვალენსია-ბაიერნი

VI ტური
5 დეკემბერი
ლილი-ვალენსია
ბაიერნი-ბატე

G ჯგუფი
ბარსელონა (ესპანეთი)
ბენფიკა (პორტუგალია)
სპარტაკი (რუსეთი)
სელტიკი (შოტლანდია)

I ტური
19 სექტემბერი
სელტიკი-ბენფიკა
ბარსელონა-სპარტაკი

II ტური
2 ოქტომბერი
სპარტაკი-სელტიკი
ბენფიკა-ბარსელონა

III ტური
23 ოქტომბერი
სპარტაკი-ბენფიკა
ბარსელონა-სელტიკი

IV ტური
7 ნოემბერი
სელტიკი-ბარსელონა
ბენფიკა-სპარტაკი

V ტური
20 ნოემბერი
სპარტაკი-ბარსელონა
ბენფიკა-სელტიკი

VI ტური
5 დეკემბერი
ბარსელონა-ბენფიკა
სელტიკი-სპარტაკი

H ჯგუფი
მანჩესტერ იუნაიტედი (ინგლისი)
ბრაგა (პორტუგალია)
გალათასარაი (თურქეთი)
კლუჟი (რუმინეთი)

I ტური
19 სექტემბერი
მანჩესტერ იუნაიტედი-გალათასარაი
ბრაგა-კლუჟი

II ტური
2 ოქტომბერი
კლუჟი-მანჩესტერ იუნაიტედი
გალათასარაი-ბრაგა

III ტური
23 ოქტომბერი
მანჩესტერ იუნაიტედი-ბრაგა
გალათასარაი-კლუჟი

IV ტური
7 ნოემბერი
ბრაგა-მანჩესტერ იუნაიტედი
კლუჟი-გალათასარაი

V ტური
20 ნოემბერი
გალათასარაი-მანჩესტერ იუნაიტედი
კლუჟი-ბრაგა

VI ტური
5 დეკემბერი
ბრაგა-გალათასარაი
მანჩესტერ იუნაიტედი-კლუჟი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული