ტიაგო სილვა: ბედნიერი ვარ, რომ პსჟ-ში ვთამაშობ

AutoSharing Option
პსჟ-ის ბრაზილიელმა მცველმა ტიაგო სილვამ კიევის "დინამოს" კარში თავისი გუნდის მიერ გატანილი ოთხი გოლიდან ერთი საკუთარ აქტივში ჩაიწერა.

"ბედნიერი ვარ, რომ ასეთ გუნდში ვთამაშობ, როგორიც პსჟ-ია და იმედი მაქვს, აქ ისეთივე წარმატებას მივაღწევ, როგორსაც "მილანში" მივაღწიე.

სეზონი საშუალო დონეზე დავიწყეთ, იმიტომ, რომ გუნდში ბევრი ახალი მოთამაშე მოვიდა.

ჩემთვის ძნელი საყურებელია, თუ როგორ რთულ პერიოდს განიცდის "მილანი", მაგრამ მე მათ მხარს ვუჭერ, რადგან იქ ბევრი მეგობარი დავტოვე", - თქვა სილვამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული