ტიტო ვილანოვა: ლისაბონის "ბენფიკასთან" დიდი მატჩი გველის

AutoSharing Option
"ელ კლასიკო" ახლოვდება, მაგრამ "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი ტიტო ვილანოვა ახლა მთლიანად "ბენფიკასთან" შეხვედრაზეა გადართული.

"3 ოქტომბერს დიდი მატჩი გაიმართება, რომელსაც პირველხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს. "ბენფიკასთან" მატჩში "რეალთან" "კლასიკოზე" ფიქრის საშუალება არ გვექნება.

ჩემპიონთა ლიგის მატჩები იმითაა მნიშვნელოვანი, რომ ნებისმიერმა წაფორხილებამ შესაძლოა ჯგუფიდან გასვლა გაგვირთულოს.

წილისყრამ ის სერიოზული გუნდები გვარგუნა მეტოქედ, რომლებიც თავდაჯერებულ თამაშს აჩვენებენ. ეს ჩვენი მოთამაშეებისთვის გამოწვევაა, მაგრამ ვიცი, რომ მათ ასეთი გამოწვევები უყვართ"
, - განაცხადა ტიტო ვილანოვამ.

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. II ტური. სამშაბათის მატჩების წინ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული