ხავიერ მასკერანო: ლისაბონის "ბენფიკას" დამარცხება რთული იქნება

AutoSharing Option
"ბარსელონას" ნახევარმცველი ხავიერ მასკერანო ჩემპიონთა ლიგაში უახლოეს მეტოქეს, "ბენფიკას" უფრთხის.

"ბენფიკას" შემადგენლობაში ბევრი არგენტინელია, რომელსაც ვიცნობ.

თავის დროზე პორტუგალიაში "ლივერპულის" შემადგენლობაში ყოფნისას ჩავედი. მაშინ 2:1 მოვიგეთ (2009/2010 წლების სეზონში).

ამ გუნდს პატივს ვცემ, რადგან მისი ძალა საკუთარ თავზე გამოვცადე. "ბენფიკას" დამარცხება ძალიან რთული იქნება.

"ვფიქრობ, ახლა "ბენფიკასთან" თამაში უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე "რეალთან" კლასიკო. მთავარია, რომ სტაბილურად ვიმარჯვებდეთ",
- განაცხადა მასკერანომ.

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. II ტური. სამშაბათის მატჩების წინ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული