როგორც მოსალოდნელი იყო, დანიაში ლონდონის "ჩელსიმ" "ნორდსიელანდი" დიდი ანგარიშით, 4:0 დაამარცხა. პირველი გოლის ავტორი "არისტოკრატთა" ესპანელი ლეგიონერი ხუან მატა გახდა.
აღსანიშნავია, რომ ლონდონელებმა ბოლო სამი გოლი 9 წუთში გაიტანეს. მე-80 წუთზე დავიდ ლუისი გამოირჩა, ხოლო 2 წუთის შემდეგ მატამ დუბლის გაფორმება შეძლო. 89-ე წუთზე კი შეხვედრას საბოლოო წერტილი რამირესმა დაუსვა - 4:0.
E ჯგუფის მეორე შეხვედრაში ტურინის "იუვენტუსმა" დონეცკის "შახტარს" უმასპინძლა. ანგარიში უკრაინელებმა 23-ე წუთზე ტეიშეირას გოლით გახსნეს, ხოლო სულ
სენსაციური გამოდგა F ჯგუფის ერთ-ერთი შეხვედრა, სადაც ერთმანეთს "ბატე" და მიუნხენის "ბაიერნი" ხვდებოდნენ. მასპინძლებმა გერმანელების დამარცხება ანგარიშით 3:1 შეძლეს.
ბელორუსთა მხრიდან პავლოვი, როდიონოვი და ბრეშანი გამოირჩნენ. მიუნხენელთა რიგებში კი გოლი საკუთარ ანგარიშზე რიბერიმ ჩაიწერა.
ამავე ჯგუფში "ვალენსიასა" და "ლილის" დაპირისპირება გაიმართა და "ღამურების" გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. დუბლი ხონასმა გაიფორმა.
G ჯგუფში "ბენფიკამ" "ბარსელონას" უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. კატალონიელებს გამარჯვება სანჩესმა და ფაბრეგასმა მოუტანეს, რომლებსაც საგოლე გადაცემები მესიმ გაუკეთა.
ამ ჯგუფის მეორე შეხვედრაში მოსკოვის "სპარტაკმა" "სელტიკი" მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში 2:3 დამარცხდა. თამაშში მონაწილეობა არ მიუღია მოსკოველთა ქართველ ლეგიონერს ჯანო ანანიძეს. რაც შეეხება შეხვედრას, სტუმრები მე-12 წუთზე ჰუპერმა დააწინაურა, ტაიმის მიწურულს კი ემენიკემ გათანაბრება შეძლო. მეორე ტაიმის დასაწყისში იმავე ემენიკემ სპარტაკელები წინაც გაიყვანა, თუმცა ჯერ კომბაროვმა შეაგდო საკუთარ კარში, შემდეგ კი სამარასმა მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
H ჯგუფში კი რობინ ვან პერსის დუბლის წყალობით "მანჩესტერ იუნაიტედმა" სტუმრად "კლუჟს" 2:1 სძლია. კლუჟელთა მხრიდან კაპეტანოსი გამოირჩა.
"გალათასარაისა" და "ბრაგას" შორის მატჩი კი ბრაგელთა გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა. სტუმრებიდან გატანილი გოლების ავტორები მიკაელი და ალანი გახდნენ.
ჩემპიონთა ლიგა. II ტური. სამშაბათის მატჩები
E ჯგუფი
ნორდსიელანდი-ჩელსი 0:4
ნორდსიელანდი (4-2-3-1): ჰანსენი - პარხურსტი, ოკორე, რუნიე, მტილიგა - ადუ, სტოკჰოლმი - ლორენზენი (85. ლაუდრუპი), ნორდსტრანდი (65. ტიჩინოვიჩი), იონი - ბეკმანი (75. კრისტენსენი).
ჩელსი (4-3-2-1): ჩეხი - ივანოვიჩი, გ. კეჰილი, დავიდ ლუისი, ე. კოული - რამირესი, ლემპარდი, მოზესი (65. აზარი) - ოსკარი, მატა (83. ობი მიკელი) - ფერნანდო ტორესი.
გოლები: 0:1 მატა (33), 0:2 დავიდ ლუისი (79), 0:3 მატა (82), 0:4 რამირესი (89)
გაფრთხილება: რუნიე
კუთხური: 2-3; ჯარიმა: 13-14; თამაშგარე: 4-6; კარში დარტყმა: 11(3)-11(6); ბურთის ფლობა: 46%-54%.
მაყურებელი: 42 000
იუვენტუსი-შახტარი 1:1 (იხილეთ ვიდეო)
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარძალი, ბონუჩი, კიელინი - ლიხტშტაინერი, ვიდალი (85. პოგბა), პირლო, მარკიზიო, ასამოა - მატრი (65. კვალიარელა), ვუჩინიჩი (58. ჯოვინკო).
შახტარი (4-2-3-1): პიატოვი - სრნა, კუჩერი, რაკიცკი, რაცი - ფერნანდინიო, ჰიუბშმანი - მხითარიანი, ვილიანი, ალექს ტეიშეირა (84. ინსინიო) - ლუის ადრიანო.
გოლები: 0:1 ალექს ტეიშეირა (23), 1:1 ბონუჩი (23)
გაფრთხილება: ლიხტშტაინერი, კიელინი - ჰიუბშმანი, ილსინიო
კუთხური: 7-1; ჯარიმა: 19-12; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 15(4)-13(2); ბურთის ფლობა: 42%-58%.
მაყურებელი: 45 000
ა | გუნდი | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ |
1. | ჩელსი | 2 | 1 | 1 | 0 | 6-2 | 4 |
2. | შახტარი | 2 | 1 | 1 | 0 | 3-1 | 4 |
3. | იუვენტუსი | 2 | 0 | 2 | 0 | 3-3 | 2 |
4. | ნორდსიელანდი | 2 | 0 | 0 | 2 | 0-6 | 0 |
F ჯგუფი
ბატე-ბაიერნი 3:1 (იხილეთ ვიდეო)
ბატე (4-2-3-1): გორბუნოვი - პოლიაკოვი, ფილიპენკო, შიმიჩი, ბორდაჩევი - ოლეხნოვიჩი, ლიხტაროვიჩი (66. სივაკოვი) - პავლოვი (84. ბრესანი), გლები, ა. ვოლოდკო - როდიონოვი (87. მოზოლევსკი).
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ბოატენგი, დანტე, ბადშტუბერი (77. შვაინშტაიგერი) - ხავი მარტინესი (58. შაჩირი), ლუის გუსტავო - თ. მიულერი, კროოსი, რიბერი - მანჯუკიჩი (75. პისარო).
გოლები: 1:0 პავლოვი (23), 2:0 როდიონოვი (78), 2:1 რიბერი (91), 3:1 ბრესანი (94)
გაფრთხილება: პავლოვი, ბორდაჩევი, გორბუნოვი - ბადშტუბერი, დანტე, ლუის გუსტავო, პისარო
კუთხური: 1-14; ჯარიმა: 16-10; თამაშგარე: 2-3; კარში დარტყმა: 12(5)-20(6); ბურთის ფლობა: 34%-66%.
მაყურებელი: 24 634
ვალენსია-ლილი 2:0
ვალენსია (4-2-3-1): გუაიტა - ბარახანი, დ. როდრიგესი, ვიქტორ რუისი, სისოხო - ტინო კოშტა, გაგო - ფეგული (87. ჟოაო პერეირა), ხონასი (80. პარეხო), გუარდადო - სოლდადო (84. ვალდესი).
ლილი (4-1-2-2-1): ლანდრო - დებუში, ბასა, შედიუ (82. დინიე), ბერია - გეიე - ბალმონტი, პედრეტი - პაიე, მენდეშ და გრასა (73. როდელინი) - რუ (64. ტულიო).
გოლები: 1:0 ხონასი (38), 2:0 ხონასი (74)
გაძევება: დებუში (86. ლილი)
გაფრთხილება: სოლდადო, ბარახანი, ხონასი - პედრეტი
კუთხური: 3-1; ჯარიმა: 15-15; თამაშგარე: 1-0; კარში დარტყმა: 8(3)-11(5); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 28 517
ა | გუნდი | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ |
1. | ბატე | 2 | 2 | 0 | 0 | 6-2 | 6 |
2. | ვალენსია | 2 | 1 | 0 | 1 | 3-2 | 3 |
3. | ბაიერნი | 2 | 1 | 0 | 1 | 3-4 | 3 |
4. | ლილი | 2 | 0 | 0 | 2 | 1-5 | 0 |
G ჯგუფი
სპარტაკი-სელტიკი 2:3
სპარტაკი (4-3-2-1): პესიაკოვი - მაკეევი, ინსაურალდე, პარეხა, კომბაროვი - კალსტრიომი, კარიოკა, დე ზეუვი (65. ბრიზგალოვი) - არი (87. კოზლოვი), მაკგიდი (76. ძიუბა) - ემენიკე.
სელტიკი (4-4-2): ფორსტერი - ამბროსე, უილსონი, ვანიამა (70. ფორესტი), ისაგირე - ლუსტიგი, ბრაუნი, კომონსი, მალგრეუ (80. ლედლი) - სამარასი, ჰუპერი.
გოლები: 0:1 ჰუპერი (12), 1:1 ემენიკე (41), 2:1 ემენიკე (48), 2:2 კომბაროვი (71 ს.კ.), 2:3 სამარასი (90)
გაფრთხილება: მალგრეუ, ვანიამა
გაძევება: ინსაურალდე (63)
კუთხური: 9-5; ჯარიმა: 14-13; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 8-12 (4-8); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 43 351
ბენფიკა-ბარსელონა 0:2 (იხილეთ ვიდეო)
ბენფიკა (4-3-3): არტური - პერეირა, ჟარდელი, გარაი, მელგარეჟო - სალვიო, მატიჩი, გაიტანი (75. ნოლიტო) - ე. პერესი (61. აიმარი), ლიმა, სეზარი (46. მარტინში).
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, პუიოლი (78. სონგი), მასკერანო, ალბა - ჩავი, ბუსკეტსი, ფაბრეგასი (72. ინიესტა) - პედრო (82. ვილია), მესი, სანჩესი.
გოლები: 0:1 სანჩესი (6), 0:2 ფაბრეგასი (55)
გაფრთხილება: სეზარი, მარტინში, მატიჩი, ჟარდელი - ფაბრეგასი, პედრო
გაძევება: ბუსკეტსი (88)
კუთხური: 8-4; ჯარიმა: 23-15; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 10-8 (7-6); ბურთის ფლობა: 26%-74%.
მაყურებელი: 65 000
ა | გუნდი | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ |
1. | ბარსელონა | 2 | 2 | 0 | 0 | 5-2 | 6 |
2. | სელტიკი | 2 | 1 | 1 | 0 | 3-2 | 4 |
3. | ბენფიკა | 2 | 0 | 1 | 1 | 0-2 | 1 |
4. | სპარტაკი | 2 | 0 | 0 | 2 | 4-6 | 0 |
H ჯგუფი
კლუჟი-მან. იუნაიტედი 1:2 (იხილეთ ვიდეო)
კლუჟი (4-4-2): ფელგეირაში - სეპსი, კადუ, რადა, პინტო - სოუგოუ (24. ალბერტო), აგირეგარაი (81. ნიკოარა), მურეშანი, კამორა - ბაშტოში, კაპეტანოსი (61. ბიელანოვიჩი).
მანჩესტერ იუნაიტედი (4-3-3): დე ხეა - რაფაელი, ფერდინანდი, ევანსი (79. ვუტონი), ევრა - ანდერსონი, ფლეტჩერი, კლევერლი - ერნანდესი (83. უელბეკი), რუნი, ვან პერსი.
გოლები: 1:0 კაპეტანოსი (14), 1:1 ვან პერსი (29), 1:2 ვან პერსი (49)
გაფრთხილება: ფერდინანდი
კუთხური: 7-5; ჯარიმა: 12-7; თამაშგარე: 0-4; კარში დარტყმა: 6-12 (3-6); ბურთის ფლობა: 31%-69%.
მაყურებელი: 24 000
გალათასარაი-ბრაგა 0:2
გალათასარაი (4-4-2): მუსლერა - ებუე, კაია, ნუნკეუ, რიერა - ამრაბატი (46. ა. ილმაზი), ინანი, მელო (76. ელმანდერი), კოლაკი (76. კურტულუსი) - ბულუტი, ბ. ილმაზი.
ბრაგა (4-2-3-1): ბეტო - სალინო, დუგლაუ, ვისინიუსი, ისმაილი (84. ბარბოზა) - კუსტოდიუ, უგო ვიანა (78. ჯამალი) - ამორიმი, ალანი, რუბენ მიკაელი (90. კოელიო) - ედერი.
გოლები: 0:1 რუბენ მიკაელი (27), 0:2 ალანი (94)
გაფრთხილება: მელო, ნუნკეუ - ალანი, ვიანა, კუსტოდიუ
კუთხური: 7-2; ჯარიმა: 14-26; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 15-7 (6-5); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 52 000
ა |
გუნდი | თ |
მ | ფ | წ | ბ | ქ |
1. | მან. იუნაიტედი | 2 | 2 | 0 | 0 | 3-1 | 6 |
2. | კლუჟი | 2 | 1 | 0 | 1 | 3-2 | 3 |
3. | ბრაგა | 2 | 1 | 0 | 1 | 2-2 | 3 |
4. | გალათასარაი | 2 | 0 | 0 | 2 | 0-3 | 0 |
ასევე იხილეთ
რობერტო დი მატეო: ამოცანას თავი მშვენივრად გავართვით
შეუძლებელიაა მითუმეტეს სტადიონს საგრძნობლად აკლდა გულშემატკივარი და ეს იუვეს ფეხბურურთელებმაც აღნიშნეს.