რობერტო დი მატეო: ამოცანას თავი მშვენივრად გავართვით

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" თავკაცი რობერტო დი მატეო "ნორდსიელანდთან" მატჩის შედეგით და ნაჩვენები თამაშით კმაყოფილი დარჩა.

რთული თამაშისთვის ვემზადებოდით და მივიღეთ კიდეც. დაცვაში რამდენადმე ნელა ვმოქმედებდით და დიდი ხნის მანძილზე არცთუ ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით, თუმცა ერთი მათგანის რეალიზება შევძელით.

ჩემპიონთა ლიგაში შემთხვევითი კლუბები არ არსებობენ. ამაში დასარწმუნებლად შეგიძლიათ სხვა შეხვედრების ანგარიშებს გადახედოთ.

ჩვენი მთავარი ამოცანა გამარჯვება იყო. ის ფაქტი, რომ ოთხი გოლის გატანა მოვახერხეთ და კარიც მშრალად შევინახეთ, მეტყველებს, რომ ამ ამოცანას თავი მშვენივრად გავართვით.

მიუხედავად ამისა, გავიმეორებ, რომ ეს ძალიან
რთული ტურნირია და გასვლაზე თამაში ყოველთვის ზედმეტ სირთულეებს ქმნის.

უკვე ვთქვი, რომ ძალიან რთულ ჯგუფში მოვხვდით. ვფიქრობ, პლეი ოფში გასვლისთვის ბრძოლა სამ კლუბს შორის გაიმართება", - განაცხადა ლონდონელთა მთავარმა მწვრთნელმა.

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. სამშაბათის მატჩები: "ბატემ" სენსაცია მოახდინა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული