ჟოზე მოურინიომ სერხიო რამოსი და კაკა შეაქო

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" თავკაცმა ჟოზე მოურინიომ ამსტერდამის "აიაქსთან" (4:1) გამარჯვება შეაფასა.

"რამოსმა ძალიან კარგად ითამაშა. ჩემი სამუშაო იმაში მდგომარეობს, რომ მოთამაშეებს თავის გამოჩენის საშუალება მივცე.

რამოსმა შანსი გამოიყენა და სამი უმაღლესი დონის თამაში ჩაატარა მას შემდეგ, რაც "მანჩესტერ სიტისთან" შეხვედრაში სათადარიგოთა სკამზე დავტოვე.

რატომ ვათამაშე კაკა და არა იოზილი? ორიდან ერთ-ერთი თადარიგში უნდა დარჩენილიყო. გადავწყვიტე, რომ ამ მატჩისთვის კაკა უფრო გამოგვადგებოდა. კაკამ "მილიონარიოსთან" ბრწყინვალედ ითამაშა და "დეპორტივოსთან" მატჩის 45 წუთი შესანიშნავად ჩაატარა.

ჩვენი თამაში მართლაც მომეწონა, გარდა "აიაქსის" გოლიდან შემდეგი 15
წუთისა. გატანილმა გოლმა მათ თავდაჯერება მოუტანა, მაგრამ მესამე გოლის შემდეგ ჩვ
ენთვის ყველაფერი დალაგდა", - განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. ოთხშაბათის მატჩები: რონალდოს მორიგი ჰეთ თრიკი [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული