"შახტარისა" და "ჩელსის" სახით უკრაინისა და ინგლისის ჩემპიონატების ლიდერები ხვდებიან;
F ჯგუფში ფრანკ რიბერი "ბაიერნთან" ერთად სამშობლოში ბრუნდება და ეთამაშება კლუბს, სადაც, მისივე თქმით, კარიერის უმნიშვნელოვანესი წლები გაატარა.
G ჯგუფში ლიონელ მესი შოტლანდიური დაცვის გარღვევას ეცდება, ხოლო H ჯგუფში "გალათასარაის" მერვედფინალის საგზურისთვის გაბრძოლების ბოლო შანსი ეძლევა.
E ჯგუფი: ლიდერების დუელი
შახტარი-ჩელსი 22:45
"ჩელსი" პრემიერლიგას შვიდი მოგებითა და ერთი ფრით ერთპიროვნულად ლიდერობს. გასულ უქმეებზე ლონდონელებმა
"სპურზის" თავკაცმა და "ჩელსის" ექს-მწვრთნელმა ანდრე ვილაშ ბოაშმა თქვა, მატა უდიდეს პროგრესს განიცდის და აი, ნახავთ, უფრო უკეთესადაც ათამაშდებაო.
მორიგი შანსი მატას 23 ოქტომბერს, დონეცკში მიეცემა - "ჩელსი" ასევე 4-ქულიან "შახტარს" სტუმრობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არის დუელი ლიდერობისთვის.
დღესდღეობით ლონდონელები ბურთების უკეთესი შეფარდების გამო არიან პირველ ადგილზე.
"ჩელსის" ფავორიტად შერაცხვა შეუძლებელია, რადგან დონეცკელები ძალიან კარგ ფორმაში არიან, რაც უკრაინის ჩემპიონატის გარდა (36 ქულა 12 ტურის შემდეგ), მეორე ტურში, ტურინში მიღწეული ფრითაც (1:1) დაამტკიცეს.
ლონდონელებს ჯონ ტერი უბრუნდებათ, რომელმაც 4-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მოიხადა.
სავარაუდო შემადგენლობები
შახტარი (4-2-3-1): პიატოვი - სრნა, ჩიგრინსკი, რაკიცკი, რაცი - ჰიუბშმანი, ფერნანდინიო - ილსინიო, მხითარიანი, ვილიანი - ლუის ადრიანო.
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი - ივანოვიჩი, ტერი, დავიდ ლუისი, ე. კოული - ობი მიკელი, ლემპარდი - აზარი, ოსკარი, მატა - ტორესი.
არბიტრი: დამირ სკომინა (სლოვენია)
ნორდსიელანდი-იუვენტუსი 22:45
"ჩელსისთან" და "შახტართან" ფრეების შემდეგ იტალიის ჩემპიონი და სერია A-ს ლიდერი "იუვენტუსი" აუტსაიდერ "ნორდსიელანდს" სტუმრობს და ვალდებულია, დანიიდან სამი ქულა წაიღოს.
აღსანიშნავია, რომ შაბათს ტურინელებმა უმძიმესი მატჩი გადაიტანეს "ნაპოლისთან", რომელშიც 2:0 იმარჯვეს.
"ნორდსიელანდმა", როგორც მოსალოდნელი იყო, ორივე თამაში წააგო და ერთი გოლიც ვერ გაიტანა.
ლოგიკურად, ნაკლებად სავარაუდოა, რომ დანიის ჩემპიონმა მაინცდამაინც "იუვესთან" გაიბრწყინოს. თანაც, "ბებერ ქალბატონს" ტრავმამოშუშებული ჯანლუიჯი ბუფონი უბრუნდება.
სავარაუდო შემადგენლობები
ნორდსიელანდი (4-2-3-1): ჰანსენი - პარხურსტი, ოკორე, რუნიე, მტილიგა - სტოკჰოლმი, ადუ - ლორენტცენი, კრისტიანსენი, იონი - ნორდსტრანდი.
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარცალი, ბონუჩი, კიელინი - ისლა, მარკიზიო, პირლო, ვიდალი, დე ჩელიე - ჯოვინკო, ვუჩინიჩი.
არბიტრი: დენიზ აითექინი (გერმანია)
ა | გუნდი | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ |
1. | ჩელსი | 2 | 1 | 1 | 0 | 6-2 | 4 |
2. | შახტარი | 2 | 1 | 1 | 0 | 3-1 | 4 |
3. | იუვენტუსი | 2 | 0 | 2 | 0 | 3-3 | 2 |
4. | ნორდსიელანდი | 2 | 0 | 0 | 2 | 0-6 | 0 |
F ჯგუფი: ლილი მედგრად იბრძოლებს
ლილი-ბაიერნი 22:45
მიუხედავად იმისა, რომ "ბაიერნი" წინა ტურში ბატე-სთან დამარცხდა (1:3), მიუნხენური გრანდის ფეხბურთელები "ლილს" მაინც თავდაჯერებულები სტუმრობენ, რადგან რეკორდმაისტერმა სეზონი იდეალურად დაიწყო - ბუნდესლიგაში რვავე თამაში მოგებული აქვს.
საფრანგეთში მხოლოდ სამი ქულისთვის მივდივართო, თქვა მატჩის წინა დღეს ბავარიელთა ნახევარმცველმა ტონი კროოსმა და მის აზრს მთავარი მწვრთნელი იუპ ჰაინკესიც იზიარებს - ორი აზრი არ არსებობს, ლილში უნდა მოვიგოთო.
ფრანგულ კლუბს საკადრო პრობლემები აქვს: საფრანგეთის ნაკრების უკანახაზელი დებუში დისკვალიფიცირებულია, მისი მეწყვილე ბაშა კი - ტრავმირებული. შესაბამისად, ფაქტია, რომ "ლილის" დაცვის ცენტრში როზენალისა და შედიუს ტანდემს ვიხილავთ.
ტრავმა აწუხებს და "ბაიერნთან" ვერ ითამაშებს კაპიტანი მავუბაც.
"მისი არყოფნა უდიდესი დანაკლისია, მაგრამ გულშემატკივრებს ვპირდებით, რომ "ბაიერნთან" პირველიდან ბოლო წუთამდე მედგრად ვიბრძოლებთ", - ეს "ლილის" მწვრთნელ რუდი გარსიას სიტყვებია.
ეს შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია "ბაიერნის" ფრანგი გარემარბისთვის, ფრანკ რიბერისთვის, რომელიც ლილიდან 110 კილომეტრში დაიბადა და ბავშვობაში "ლილში" 4 წელი ითამაშა. მისი თქმით, ეს მის კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი 4 წელიწადი იყო.
სავარაუდო შემადგენლობები
ლილი (4-3-3): ლანდრო - ბერია, როზენალი, შედიუ, დინიე - ბალმონტი, პედრეტი, მარტინი - კალუ, რუ, პაიე.
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ბოატენგი, დანტე, ალაბა - ხავი მარტინესი, შვაინშტაიგერი - თ. მიულერი, კროოსი, რიბერი - მანჯუკიჩი.
არბიტრი: მარტინ ატკინსონი (ინგლისი)
ბატე-ვალენსია 22:45
ბატე, რომელსაც ორი ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს და ჯგუფს ყველასათვის მოულოდნელად ლიდერობს, ამჯერად "ვალენსიას" მასპინძლობს.
"ღამურები" ბელორუსის წარმომადგენელს ჩემპიონთა ლიგაში პირველად ხვდებიან, ბატე-ს კი ესპანურ კლუბებთან თამაშის საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, თუმცა ბორისოვოში ყველა ეს შეხვედრა ცუდად ახსენდებათ: ბატე-მ ესპანურ კლუბებთან ექვსივე თამაში წააგო (ბურთების შეფარდება: 1:18).
სავარაუდო შემადგენლობები
ბატე (4-3-2-1): გორბუნოვი - პოლიაკოვი, ფილიპენკო, შიმიჩი, ბორდაჩევი - ოლეხნოვიჩი, ლიხტაროვი, ვოლოდკოვი - პავლოვი, გლები - როდიონოვი.
ვალენსია (4-2-3-1): გუაიტა - ბარაგანი, რამი, რუისი, სისოკო - გაგო, ტინო კოსტა - ფეგული, ჟონასი, გუარდადო - სოლდადო.
არბიტრი: კრეიგ ტომსონი (შოტლანდია)
ა | გუნდი | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ |
1. | ბატე | 2 | 2 | 0 | 0 | 6-2 | 6 |
2. | ვალენსია | 2 | 1 | 0 | 1 | 3-2 | 3 |
3. | ბაიერნი | 2 | 1 | 0 | 1 | 3-4 | 3 |
4. | ლილი | 2 | 0 | 0 | 2 | 1-5 | 0 |
G ჯგუფი: მესი შოტლანდიელების წინააღმდეგ
სპარტაკი-ბენფიკა 20:00
მოსკოვის "სპარტაკის" საშინაო მატჩი ტრადიციულად ადრე, ჩვენი დროით საღამოს 8 საათზე დაიწყება.
ჯანო ანანიძის გუნდი ლისაბონის "ბენფიკას" მასპინძლობს და პირველ რიგში ის უნდა ვთქვათ, რომ წაგება უკვე ორივე გუნდს აკრძალული აქვს, რადგან რუსები ორი ტურის შემდეგ უქულოდ არიან, პორტუგალიელებს კი მხოლოდ ერთი ქულა აქვთ მოპოვებული.
მოსკოველებს მეკარის სერიოზული პრობლემა აქვთ, რადგან პირველი მეკარე დიკანი ტრავმირებულია, დაშავებულია მისი შემცვლელი პესიაკოვიც და ამრიგად, "სპარტაკის" კარი რანგით მესამე მეკარემ, რებროვმა უნდა დაიცვას.
უნაი ემერის მაკგიდიც დაუშავდა, რაც ანანიძის თამაშის შანსებს კი ზრდის, მაგრამ ჯანოს ძირითად შემადგენლობაში მაინც არ უნდა ველოდოთ.
სავარაუდო შემადგენლობები
სპარტაკი (4-2-3-1): დიკანი - მაკეევი, ბრიზგალოვი, სუხი, კომბაროვი - რაფაელი, კალსტრიომი - ხურადო, არი, ბილიალეტდინოვი - ველიტონი.
ბენფიკა (4-3-2-1): მორაესი - პერეირა, ჟარდელი, გარაი, მელგარეხო - სალვიო, მატიჩი, მარტინსი - აიმარი, გაიტანი - კარდოსო.
არბიტრი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი)
ბარსელონა-სელტიკი 22:45
"ბარსამ" ორივე თამაში მოიგო - კატალონიელები მშვიდად არიან და ჩემპიონთა ლიგის თასისკენ მიმავალ გზაზე მათი მორიგი მეტოქე გლაზგოს "სელტიკია".
ფაქტია, რომ შოტლანდიური გრანდი ესპანურს ღრმა დაცვაში ჩაუდგება და წესით, ლეო მესის და კომპანიას არც ამ ზღუდის გარღვევა უნდა გაუჭირდეთ.
პრიმერადივიზიონის მორიგ ტურში კატალონიელებმა "დეპორტივო" უხვგოლიან მატჩში 5:4 დაამარცხეს, მესიმ კი ესპანეთის ჩემპიონატში თავისი მე-15 ჰეთ თრიკი შეასრულა.
სავარაუდო შემადგენლობები
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - მონტოია, სონგი, მასკერანო, ალბა - ფაბრეგასი, ჩავი, ინიესტა - ალექსის სანჩესი, მესი, ვილია.
სელტიკი (4-2-3-1): ფორსტერი - ლუსტიგი, ვილსონი, მულგრევი, ისაგირე - ვანიამა, ბრაუნი - ფორესტი, ლედლი, კომონსი - ჰუპერი.
არბიტრი: ჯანლუკა როკი (იტალია)
ა | გუნდი | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ |
1. | ბარსელონა | 2 | 2 | 0 | 0 | 5-2 | 6 |
2. | სელტიკი | 2 | 1 | 1 | 0 | 3-2 | 4 |
3. | ბენფიკა | 2 | 0 | 1 | 1 | 0-2 | 1 |
4. | სპარტაკი | 2 | 0 | 0 | 2 | 4-6 | 0 |
H ჯგუფი: გალათასარაი წნეხის ქვეშ
მანჩესტერ იუნაიტედი-ბრაგა 22:45
"მანჩესტერ იუნაიტედი" ჯგუფის სატურნირო ცხრილს ასპროცენტიანი შედეგით ლიდერობს და საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ სერ ალექს ფერგიუსონის შეგირდები არც "ბრაგასთან" წააგებენ, რადგან "იუნაიტედი" "ოლდ ტრაფორდზე" პორტუგალიურ კლუბთან არასდროს დამარცხებულა (8 მოგება, 3 ფრე).
თუმცა "ბრაგა" გასვლით მატჩებში საკმაოდ კარგად გამოიყურება - წინა ტურში "ბრაგამ" "გალათასარაი" მისსავე არენაზე 2:0 დაამარცხა. თანაც, "ბრაგას" ინგლისურ კლუბებთან ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.
სავარაუდო შემადგენლობები
მანჩესტერ იუნაიტედი (4-4-1-1): დე ხეა - რაფაელი, უოტონი, ევანსი, ბიუტნერი - ვალენსია, კერიკი, კლევერლი, იანგი - რუნი - ვან პერსი.
ბრაგა (4-2-3-1): ბეტუ - ბაიანო, დუგლაო, ვინისიუსი, ელდერსონი - კუშტოდიო, ვიანა - ალანი, მოსორო, ბარბოზა - ედერი.
არბიტრი: მილორად მაჟიჩი (სერბეთი)
გალათასარაი-კლუჟი 22:45
"გალათასარაი" კი უკვე ძალიან მძიმე მდგომარეობაშია - თურქეთის თავმოყვარე ჩემპიონმა და თურქული საკლუბო ფეხბურთის სიამაყემ ორივე თამაში ისე წააგო, რომ ერთი გოლიც კი არ გაუტანია.
ფათიჰ თერიმის ბიჭები ახლა "კლუჟს" მასპინძლობენ და თუ ჯგუფიდან გასვლის შანსის შენარჩუნება უნდათ, აუცილებლად უნდა მოიგონ.
"კლუჟს" მთელი ყურადღება ჩემპიონთა ლიგისკენ აქვს მიმართული, რაც იმით დასტურდება, რომ რუმინეთის ჩემპიონატში მე-9 ადგილზეა, ჩემპიონთა ლიგაში კი უკვე მოასწრო ერთი თამაშის მოგება.
სავარაუდო შემადგენლობები
გალათასარაი (4-4-2): მუსლერა - ებუე, კაია, ნოუნეკო, რიერა - ამრაბატი, სელჩუკ ინანი, ფელიპე მელო, ჩოლაქი - ბ. ილმაზი, უმუთ ბულუთი.
კლუჟი (4-4-2): ფელგეირასი - სეპსი, კადუ, რადა, პინტუ - სოუგუ, აგირეგარაი, მურესანი, კამორა - ბასტოსი, კაპეტანოსი.
არბიტრი: პაოლო ტალიავენტო (იტალია)
ა |
გუნდი | თ |
მ | ფ | წ | ბ | ქ |
1. | მან. იუნაიტედი | 2 | 2 | 0 | 0 | 3-1 | 6 |
2. | კლუჟი | 2 | 1 | 0 | 1 | 3-2 | 3 |
3. | ბრაგა | 2 | 1 | 0 | 1 | 2-2 | 3 |
4. | გალათასარაი | 2 | 0 | 0 | 2 | 0-3 | 0 |
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. II ტური. სამშაბათის მატჩების მიმოხილვა