საინტერესო იქნება "ვალენსიას" და "ბაიერნის" დუელიც, ასევე - "ბენფიკასა" და "სელტიკის" გადამწყვეტი ჯახი.
"გალათასარაის" გაუმართლა - "მანჩესტერ იუნაიტედი" სტამბულში მეორე შემადგენლობით ითამაშებს...
E ჯგუფი
გადამწყვეტი მატჩი ტურინში
აუტსაიდერ "ნორდსიელანდთან" ორი ქულის დაკარგვით (1:1 დანიაში) "იუვენტუსმა" მდგომარეობა გაირთულა და თავი საფრთხეში ჩაიგდო. 4 ტურის შემდეგ იტალიის
ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ 20 ნოემბერს ტურინელებმა ლონდონელები აუცილებლად უნდა დაამარცხონ.
მართალია, "იუვეს" ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსი ფრის შემთხვევაშიც შერჩება, მაგრამ ფაქტია, "ბებერი ქალბატონი" ვერ იქნება იმის იმედად, რომ "ნორდსიელანდი" კიდევ ერთხელ ივაჟკაცებს. თანაც, "იუვე" ბოლო ტურში "შახტარს" დონეცკში სტუმრობს და ამთავითვე ცხადია, რომ უკრაინაში მოგება გაუჭირდება.
ერთი სიტყვით, მშვიდი ძილისთვის ტურინელებს სამშაბათს "ჩელსის" დამარცხება სჭირდებათ და მხოლოდ მოგებაზე ფიქრობენ, რასაც ჯანლუიჯი ბუფონის სიტყვებიც ადასტურებს.
"იტალიელი ვარ, მაგრამ თვლა არ მიყვარს... ყველამ ვიცით, რომ "ჩელსისთან" სამი ქულა გვჭირდება და ეს თამაში უნდა მოვიგოთ კიდეც. ბასტა!" - განაცხადა მატჩის წინა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჯიჯიმ.
თავის მხრივ, "ჩელსის" წაგება ურთულეს მდგომარეობაში ჩააგდებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ლონდონელები მედგრად იბრძოლებენ.
გასულ უქმეებზე ვერც "იუვემ" მოიგო (0:0 "ლაციოსთან") და ვერც "ჩელსიმ" (1:2 "ვესტ ბრომვიჩთან"). ლონდონელებს დაცვაში საკადრო პრობლემები აქვთ: ჯონ ტერი ტრავმირებულია, დავიდ ლუისი კი - დისკვალიფიცირებული. "ჩელსის" თავკაცი რობერტო დი მატეო დაცვის ცენტრში ალბათ ივანოვიჩისა და კეჰილის ტანდემს გაამწესებს.
იუვენტუსი-ჩელსი 23:45
სავარაუდო შემადგენლობები
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარცალი, ბონუჩი, კიელინი - ლიხტშტაინერი, მარკიზიო, პირლო, ვიდალი, ისლა - კვალიარელა, ჯოვინკო.
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი - ბერტრანი, კეჰილი, ივანოვიჩი, ე. კოული - ობი მკელი, რამირესი - მატა, ოსკარი, აზარი - ტორესი.
არბიტრი: ჩიუნეით ჩაქირი (თურქეთი)
* * *
"შახტარს" "ჩელსისა" და "იუვენტუსის" უფრო მაგრად დაწნეხვა შეუძლია: ამისათვის უკრაინელებმა (უფრო სწორად, უკრაინელთა ბრაზილიელებმა და სომეხმა მხითარიანმა) აუტსაიდერი "ნორდსიელანდი" უნდა დაამარცხონ, რაც, თუ დონეცკელთა შედეგებს გავითვალისწინებთ, რთული არ უნდა იყოს.
"შახტარმა" გასულ უქმეებზე უკრაინის მიმდინარე ჩემპიონატში პირველად დაკარგა ქულები - 15 ტურში 15 მოგების შემდეგ მირჩა ლუჩესკუს ბიჭები კიევის "არსენალთან" 0:2 დამარცხდნენ...
ნორდსიელანდი-შახტარი 23:45
სავარაუდო შემადგენლობები
ნორდსიელანდი (4-2-3-1): ჰანსენი - პარკჰურსტი, ოკორე, რუნიე, მტილიგა - ადუ, სტოკჰოლმი - ლორენტზენი, ლაუდრუპი, იონი - ბეკმანი.
შახტარი (4-2-3-1): პიატოვი - სრნა, კუჩერი, რაკიცკი, რაცი - ჰიუბშმანი, ფერნანდინიო - ალექს ტეიშეირა, მხითარიანი, ვილიანი - ლუის ადრიანო.
არბიტრი: ანტონი გაუტიერი (საფრანგეთი)
ა | გუნდი | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ |
1 | შახტარი | 4 | 2 | 1 | 1 | 7-5 | 7 |
2 | ჩელსი | 4 | 2 | 1 | 1 | 10-6 | 7 |
3 | იუვენტუსი | 4 | 1 | 3 | 0 | 8-4 | 6 |
4 | ნორდსიელანდი | 4 | 0 | 1 | 3 | 1-11 | 1 |
F ჯგუფი
ბაიერნი ვალენსიაში მოსაგებად ჩავიდა
"ბაიერნს" გამარჯვება ისე ძალიან არ სჭირდება, როგორც "იუვენტუსს", მაგრამ ბავარიელები ვალენსიაში მხოლოდ სამი ქულისთვის მიდიან - ყოველ შემთხვევაში, ასეთი განცხადება გააკეთა მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე რეკორდმაისტერის მთავარმა მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა.
სამთვიანი იძულებითი პაუზის შემდეგ კვლავ მის განკარგულებაშია გოლეადორი მარიო გომესი, რომლის არსებობა მიუნხენში თითქმის გადაავიწყდათ იმის გამო, რომ მარიო მანჯუკიჩი ხეირიანად ასპარეზობს და როცა საჭიროა, გოლები გააქვს კლაუდიო პისაროსაც.
"ბაიერნმა" შაბათს ბავარიულ დერბიში ორი ქულა დაკარგა (1:1 ნიურნბერგთან) და იმ თამაშში "დონ იუპმა" სხვა ლიდერებთან ერთად ვერც ფრანკ რიბერი გამოიყენა, რომელსაც მცირე ტრავმა აწუხებს, თუმცა ფრანგს 20 ნოემბერს მოედანზე გასვლა შეუძლია და უნდა.
"ექიმებმა მითხრეს, ვალენსიაში შენი თამაში ცოტათი სარისკოაო, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა და არ მინდა, გამოვაკლდე", - აღნიშნა წინა დღეს რიბერიმ.
თუ "ბაიერნი" "მესტალიაზე" მოიგებს, შესაძლოა, მერვედფინალის საგზური გაინაღდოს - ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი პარალელურ შეხვედრაში ბატე აუტსაიდერ "ლილს" ვერ დაამარცხებს.
ვალენსიელებმა პირველ ტურში წაგების (1:2 "ბაიერნთან") შემდეგ სამივე შეხვედრა მოიგეს და ბურთების რეკორდმაისტერზე უკეთესი შეფარდებით ჯგუფში პირველ ადგილზე არიან.
ვალენსიელებს და მიუნხენელებს თამაშის დაწყებისას უკვე ეცოდინებათ ბატე-სა და "ლილის" მატჩის შედეგი, რადგან ეს შეხვედრა უფრო ადრე, ჩვენი დროით 21:00-ზე იწყება.
ვალენსია-ბაიერნი 23:45
სავარაუდო შემადგენლობები
ვალენსია (4-2-3-1): დიეგო ალვეში - ბარაგანი, რამი, ვიქტორ რუისი, სისოკო - გაგო, ტინო კოსტა - ფეგული, ჟონასი, გუარდადო - სოლდადო.
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ვან ბუიტენი, დანტე, ალაბა - ხავი მარტინესი, შვაინშტაიგერი - თ. მიულერი, კროოსი, რიბერი - პისარო.
არბიტრი: ჰოვარდ ვები (ინგლისი)
* * *
ბელორუსები უქულო "ლილთან" ფავორიტებად მიიჩნევიან, მაგრამ ფრანგები ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობა მთლად უქულოდ არ დაასრულონ და თუ ამაზე მიდგა საქმე, ვისთან უნდა მიაღწიონ წარმატებას, თუ არა ისევ და ისევ ბატე-სთან?
თუმცა ბორისოვოელები ახლა მხოლოდ და მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაზე არიან კონცენტრირებულნი, რადგან ბელორუსის ჩემპიონობა ფინიშამდე ორი ტურით ადრე გაინაღდეს.
ბატე-ლილი 21:00
სავარაუდო შემადგენლობები
ბატე (4-4-2): გორბუნოვი - რადკოვი, პოლიაკოვი, იურევიჩი, შიმიჩი - სივაკოვი, ბაგა, ვოლოდკო, ოლეხნოვიჩი - როდიონოვი, მოზოლევსკი.
ლილი (4-3-3): ლანდრო - დებუში, ბასა, შედიუ, ბონარი - ბალმონტი, მავუბა, პედრეტი - კალუ, რუ, პაიე.
არბიტრი: მარიო სტრაჰონია (ხორვატია)
ა | გუნდი | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ |
1 | ვალენსია | 4 | 3 | 0 | 1 | 10-4 | 9 |
2 | ბაიერნი | 4 | 3 | 0 | 1 | 10-5 | 9 |
3 | ბატე | 4 | 2 | 0 | 2 | 8-9 | 6 |
4 | ლილი | 4 | 0 | 0 | 4 | 2-12 | 0 |
G ჯგუფი
რუსებს ფაბრეგასის პასპორტი არ მოეწონათ
G ჯგუფში მერვედფინალის ორივე საგზურის მფლობელის ვინაობა შესაძლოა 20 ნოემბერსვე გაირკვეს. "ბარსელონა" მოსკოვის "სპარტაკს" სტუმრობს და გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფიდან გასვლას გაინაღდებს.
ჯანო ანანიძის გუნდი ბოლო ადგილზეა და მართალია, ჯერ კიდევ აქვს მერვედფინალში გასვლის თეორიული შანსი, მაგრამ ამ შანსის შენარჩუნებისთვის თვით "ბარსას" დამარცხებაა საჭირო, რაც, დაგვეთანხმებით, არარეალურია.
სამაგიეროდ, მოსკოველებისთვის ჯერ კიდევ რეალურია ოცნება მესამე ადგილზე, რომელიც "სპარტაკს" ევროპალიგაში გადაიყვანდა.
კატალონიელებისთვის რუსული ვოიაჟი ცუდად დაიწყო: იმ დროს, როცა მთელი გუნდი უკვე სასტუმროში იყო, სესკ ფაბრეგასი ჯერ კიდევ მოსკოვის აეროპორტში იმყოფებოდა. რუსმა კონტროლიორებმა მისი პასპორტი პრობლემურად მიიჩნიეს და სესკი დიდხანს შეაყოვნეს. ალექსის სანჩესი კი რუსეთში საერთოდ არ გაფრენილა, რადგან ტრავმირებულია.
სპარტაკი-ბარსელონა 21:00
სავარაუდო შემადგენლობები
სპარტაკი (4-2-3-1): ჩერნიშუკი - მაკეევი, ბრიზგალოვი, სუხი, კომბაროვი - რაფაელი, კალსტრიომი - ხურადო, არი, გორბატენკო - ემენიკე.
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, პუიოლი, პიკე, ალბა - ფაბრეგასი, ინიესტა, ჩავი - პედრო, მესი, ვილია.
არბიტრი: ივან ბებეკი (ხორვატია)
* * *
მერვედფინალში თამაშის განაღდება შეუძლია გლაზგოს "სელტიკსაც", რომელმაც წინა ტურში "ბარსელონას" დამარცხებით (2:1) უდიდესი გმირობა ჩაიდინა. თუმცა შოტლანდიელებს ურთულესი მატჩი ელით, რადგან "ბენფიკას" ლისაბონში სტუმრობენ.
თავის მხრივ, მერვედფინალზე პორტუგალიელებიც სერიოზულად ფიქრობენ: თუკი "ბენფიკა" "სელტიკს" დაამარცხებს, ქულებით გაუთანაბრდება და მერე ყველაფერი ბოლო ტურში გადაწყდება.
ბენფიკა-სელტიკი 23:45
სავარაუდო შემადგენლობები
ბენფიკა (4-3-3): არტური - პერეირა, ჟარდელი, გარაი, ალმეიდა - მატიჩი, გაიტანი, პერესი - ლიმა, კარდოსო, როდრიგო.
სელტიკი (4-2-3-1): ფორსტერი - მეტიუზი, ამბროზი, ვილსონი, მულგრევი - ბრაუნი, ვანიამა - კომონსი, ლედლი, ლასადი - სამარასი.
არბიტრი: ვიქტორ კასაი (უნგრეთი)
ა | გუნდი | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ |
1 | ბარსელონა | 4 | 3 | 0 | 1 | 8-5 | 9 |
2 | სელტიკი | 4 | 2 | 1 | 1 | 6-5 | 7 |
3 | ბენფიკა | 4 | 1 | 1 | 2 | 3-4 | 4 |
4 | სპარტაკი | 4 | 1 | 0 | 3 | 6-9 | 3 |
H ჯგუფი
ფერგი რეზერვს გამოსცდის
"მანჩესტერ იუნაიტედი" ერთადერთი გუნდია ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში, რომელმაც ოთხივე თამაში მოიგო და არა მარტო მერვედფინალის საგზური, არამედ ჯგუფში პირველი ადგილიც გაინაღდა.
სერ ალექს ფერგიუსონს ასეთ დროს სარეზერვო შემადგენლობის გამოცდა უყვარს ხოლმე და ფაქტია, რომ 20 ნოემბერს "იუნაიტედი" "გალათასარაისთან" გასვლით შეხვედრაშიც მეორე შემადგენლობით ითამაშებს.
ოღონდ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეორე ადგილზე აღზევებულ "გალას" სამი ქულის მოპოვება გაუადვილდება, რადგან ბრძოლა და წარმატების მიღწევა ფერგის სათადარიგო ბიჭებსაც ეხერხებათ. თურქებს გოლეადორები, ბურაქ ილმაზი და უმუთ ბულუთი შესანიშნავ ფორმაში ჰყავთ და აღნიშნულ მატჩში ამ ორ ფეხბურთელზე ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.
გალათასარაი-მანჩესტერ იუნაიტედი 23:45
სავარაუდო შემადგენლობები
გალათასარაი (4-3-3): მუსლერა - ებუე, კრისი, ნუნკეუ, ბალთა - ჰამით ალთინთოფი, სელჩუკ ინანი, ფელიპე მელო - უმუთ ბულუთი, ბურაქ ილმაზი, ამრაბატი.
მანჩესტერ იუნაიტედი (4-3-1-2): ლინდეგაარდი - რაფაელი, ჯონსი, უოტონი, ბიუტნერი - ანდერსონი, ქერიკი, ფლეტჩერი - იანგი - უელბეკი, ჩიჩარიტო.
არბიტრი: კარლოს ველასკო კარბალიო (ესპანეთი)
* * *
დაძაბული ბრძოლა უნდა გაჩაღდეს პარალელურ შეხვედრაშიც, რადგან ჯგუფიდან გასვლის შანსი "კლუჟს" (4 ქულა) და "ბრაგასაც" (3) შემორჩათ. თანაც, წაგება ორივეს აკრძალული აქვს.
კლუჟი-ბრაგა 23:45
სავარაუდო შემადგენლობები
კლუჟი (4-4-2): ფელგეირაში - სეპსი, კადუ, პიკოლო, პინტუ - სუგუ, გოდემეჩე, მურესანი, ბასტოსი - კამორა, კაპეტანოსი.
ბრაგა (4-4-1-1): ბეტუ - სალინო, დუგლაო, კოელიო, ეჩიეჯილე - ალანი, კუშტოდიო, ვიანა, ამორიმი - მიკაელი - ედერი.
არბიტრი: სერგეი კარასევი (რუსეთი)
ა | გუნდი | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ |
1 | იუნაიტედი | 4 | 4 | 0 | 0 | 9-4 | 12 |
2 | გალათასარაი | 4 | 1 | 1 | 2 | 4-5 | 4 |
3 | კლუჟი | 4 | 1 | 1 | 2 | 5-6 | 4 |
4 | ბრაგა | 4 | 1 | 0 | 3 | 5-8 | 3 |
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. IV ტური. სტატისტიკა და სიმბოლური ნაკრები
ჩემპიონთა ლიგა. IV ტური. ოთხშაბათის მატჩების მიმოხილვა [VIDEO]
ჩემპიონთა ლიგა. IV ტური. სამშაბათის მატჩების მიმოხილვა [VIDEO]