ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. V ტური. ოთხშაბათის მატჩების წინ

AutoSharing Option
21 ნოემბერს კიდევ რამდენიმე მერვედფინალისტის ვინაობა უნდა გაირკვეს.

"სიკვდილის ჯგუფში" დორტმუნდის "ბორუსიას" ამსტერდამში ფრეც ჰყოფნის იმისათვის, რომ პლეი ოფში თამაში გაინაღდოს.

"რეალი" მანჩესტერში ჩადის. "სიტის" თავკაც რობერტო მანჩინის ჯგუფიდან გასვლის იმედი აღარ აქვს, თუმცა სამეფო გუნდს ბრძოლას ჰპირდება.

A ჯგუფიდან "პორტუს" მერვედფინალში პსჟ უნდა მიჰყვეს. B ჯგუფში შედარებით ჩახლართული ვითარებაა, ხოლო C ჯგუფში "მილანისგან" რაღაცას ველით...

A ჯგუფი: მიჰყვება პსჟ პორტუს?
A ჯგუფში ერთ მერვედფინალისტის ვინაობა უკვე ცნობილია: "პორტუმ" ჯგუფიდან გასვლა წინა ტურში გაინაღდა და პორტუგალიელებს შეუძლიათ, მშვიდად იყვნენ, თუმცა
ახლა მათი მიზანი პირველი ადგილის შენარჩუნებაა, რაც საკმაოდ დიდი მიღწევა იქნებოდა იმის გათვალისწინებით, რომ ამ ჯგუფში პსჟ-ც ასპარეზობს.

ფრანგულ გრანდს მერვედფინალის მეორე საგზურის მოპოვების საუკეთესო შანსი აქვს - მეტიც, თამამად შეიძლება ითქვას, რომ კარლო ანჩელოტის გუნდი ცალი ფეხით პლეი ოფშია.

21 ნოემბერს პარიზელები კიევის "დინამოს" სტუმრობენ და ფრეც ჰყოფნით იმისათვის, რომ ჯგუფიდან გასვლა ოფიციალურად გაიფორმონ.

თავის მხრივ, ფრანგებიც ფიქრობენ პირველი ადგილის დაკავებაზე და რაკი ბოლო ტურში "პორტუს" უნდა უმასპინძლონ, ამის მშვენიერი შანსიც აქვთ, თუმცა მანამდე მერვედფინალში თამაში აქვთ გასანაღდებელი. ანჩელოტის მთავარი იმედი, რა თქმა უნდა, ზლატან იბრაჰიმოვიჩი იქნება, რომლის გარეშე პსჟ-ს არაფერი გამოსდის ხოლმე.

გასულ უქმეებზე პსჟ საფრანგეთის ჩემპიონატში "რენთან" დამარცხდა და იმ მატჩში შვედმა გოლეადორმა დისკვალიფიკაციის გამო ვერ იასპარეზა. საინტერესოა ისიც, რომ "რენი" მთელი 40 წუთის მანძილზე 9 კაცით (!) თამაშობდა.

დინამო (კ)-პსჟ 23:45
სავარაუდო შემადგენლობები
დინამო /კ/ (4-2-3-1): კოვალი - დანილო, მიხალიკი, ხაჩერიდი, ტაიო - გარმაში, მიგელ ველოზო - იარმოლენკო, კრანჩარი, გუსევი - იდეიე.
პსჟ (4-3-2-1): სირიგუ - ვან დერ ვილი, ალექსი, ტიაგო სილვა, მაქსველი - შანტომი, ვერატი, მატუიდი - პასტორე, ლავეცი - იბრაჰიმოვიჩი.
არბიტრი: ვოლფგანგ შტარკი (გერმანია)

* * *
რაც შეეხება "პორტუსა" და ზაგრების "დინამოს" მატჩს: პორტუგალიელები ალბათ უპრობლემოდ მოიგებენ. ხორვატიის ჩემპიონის მიზანი კი თუნდაც ერთი გოლის გატანაა...

პორტუ-დინამო (ზ) 23:45
სავარაუდო შემადგენლობები
პორტუ (4-3-3): ელტონი - დანილო, ოტამენდი, მანგალა, ალექს სანდრო - ჟოაო მოუტინიო, დეფური, ლუჩო - ვარელა, მარტინესი, როდრიგესი.
დინამო /ზ/ (4-4-1-1): კელავა - ვრსალკო, შიმუნიჩი, ტონელი, იბანიესი - კარასკო, კალელო, ბროზოვიჩი, პივარიჩი - სამირი - კოპი.
არბიტრი: პაოლო ტალიავენტო (იტალია)

გუნდი
1 პორტუ 4 3 1 0 6-2 10
2 პსჟ 4 3 0 1 10-2 9
3 დინამო (კ) 4 1 1 2 5-7 4
4 დინამო (ზ) 4 0 0 4 0-10 0


B ჯგუფი: ბერძნები შალკეს ემუქრებიან
"ახლა უკეთ ვართ მომზადებულები და თანაც, გაცილებით უკეთეს ფორმაშიც ვიმყოფებით", - თქვა მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე "ოლიმპიაკოსის" ფეხბურთელმა ფუსტერმა. ბერძნულმა კლუბმა პირველ ტურში "შალკესთან" 1:2 წააგო, 21 ნოემბერს კი გელზენკირხენში ითამაშებს.

"ოლიმპიაკოსს" მერვედფინალში გასვლის შანსი აქვს და ამისათვის "შალკეს" სტუმრად დამარცხება სჭირდება.

თავის მხრივ, მხოლოდ მოგებაზე ფიქრობენ გელზენკირხენელებიც. მათი თავკაცი ჰუუბ სტევენსი კი თავისი შეგირდებისგან ბუნდესლიგაში განცდილი მარცხისთვის (0:2 "ლევერკუზენთან") ჯეროვან რეაქციას ელოდება.

მართალია, იმ თამაშის შემდეგ "შალკეს" ჰოლანდიელმა თავკაცმა თქვა, უფლება რომ მქონოდა, ცხრა ფეხბურთელს შევცვლიდიო, მაგრამ დღეს ძირითად შემადგენლობაში ბევრს ვერაფერს შეცვლის, რადგან აფელაი, ჰიოგერი და უჩიდა ტრავმირებულები არიან.

გამარჯვების შემთხვევაში "შალკე" მერვედფინალის საგზურს გაინაღდებს.

შალკე-ოლიმპიაკოსი 23:45
სავარაუდო შემადგენლობები
შალკე (4-2-3-1): უნერშტალი - ჰიოვედესი, პაპადოპულოსი, მატიპი, ფუხსი - ჯონსი, ნოიშტედტერი - ფარფანი, ჰოლტბი, დრაქსლერი - ჰუნტელაარი.
ოლიმპიაკოსი (4-2-3-1): კეროლი - ტოროსიდისი, კონტრერასი, მანოლასი, ჰოლებასი - მანიატისი, მოდესტო - აბდუნი, დავიდ ფუსტერი, პაულო მაჩადო - მიტროღლუ.
არბიტრი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია)

* * *
პარალელურ მატჩში "არსენალი" საფრანგეთის შერცხვენილ ჩემპიონ "მონპელიეს" მასპინძლობს.

გასულ უქმეებზე ლონდონელებმა "ტოტენჰემთან" დერბი დამაჯერებლად (5:2) მოიგეს. არსენ ვენგერის ბიჭები მერვედფინალის საგზურს მხოლოდ გამარჯვებით გაინაღდებენ და ისიც მაშინ, თუ "შალკე" "ოლიმპიაკოსს" დაამარცხებს.

ყველა სხვა შემთხვევაში ლონდონელებს მშვიდი ძილი ბოლო ტურამდე არ უწერიათ.

არსენალი-მონპელიე 23:45
სავარაუდო შემადგენლობები
არსენალი (4-3-3): შჩესნი - სანია, მერტეზაკერი, კოშელნი, ვერმაელენი - არტეტა, კასორლა, უილშირი - უოლკოტი, ჟირუ, პოდოლსკი.
მონპელიე (4-4-2): ჟურდენი - კონგრე, იანგა-მბივა, ელ კაუტარი, ბედიმო - კაბელა, ესტრადა, ბელჰანდა, საიი - შარბონიე, კამარა.
არბიტრი: ფირატ აიდინუსი (თურქეთი)

გუნდი
1 შალკე 4 2 2 0 8-5 8
2 არსენალი 4 2 1 1 7-6 7
3 ოლიმპიაკოსი 4 2 0 2 7-7 6
4 მონპელიე 4 0 1 3 5-9 1


C ჯგუფი: მალაგა დამკაშია, რას იზამს მილანი?
C ჯგუფში მოვლენები ყველასათვის მოულოდნელად განვითარდა. 4 ტურის შემდეგ "მალაგა", რომელსაც საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვასაც კი არ უწინასწარმეტყველებდნენ, მერვედფინალშია!

"მილანს" ოთხი თამაშის შემდეგ მხოლოდ ხუთი აქვს და მიუხედავად ამისა, მაინც მეორე ადგილზეა. ამასთან, ჯგუფური ეტაპის ფინიშამდე ორი ტურია დარჩენილი და ჯგუფიდან გასვლის შანსი ჯერ კიდევ აქვთ როგორც "ანდერლეხტს" (4 ქულა), ისე "ზენიტსაც" (3).

ფაქტია, რომ "მილანს" ბელგიაში იოლი გასეირნება არ ელის - შეგახსენებთ, პირველი მატჩი "სან სიროზე" 0:0 დასრულდა.

ანდერლეხტი-მილანი 23:45
სავარაუდო შემადგენლობები
ანდერლეხტი (4-2-3-1): პროტო - ჟილე, კოუიატე, ნუიტინკი, საფარი - ბილია, კლიესტანი - ბრუნო, პრო, იოვანოვიჩი - მბოკანი.
მილანი (4-3-3): აბიატი - აბატე, ბონერა, მექსე, კონსტანტი - დე იონგი, კ.-პ. ბოატენგი, მონტოლივო - პატო, ელ შაარავი, ემანუელსონი.
არბიტრი: დამირ სკომინა (სლოვენია)

* * *
რთული, მეტიც, ურთულესი შეხვედრა ელის "მალაგას" და წესით, ესპანელებმა სანკტ-პეტერბურგში ბრძოლით თავი არ უნდა მოიკლან, რადგან არა მარტო მერვედფინალის საგზური, არამედ ჯგუფში პირველი ადგილიც თითქმის განაღდებული აქვთ.

თავის მხრივ, ლუჩანო სპალეტის გუნდს მხოლოდ მოგება უნდა.

ზენიტი-მალაგა 21:00
სავარაუდო შემადგენლობები
ზენიტი (4-3-3): მალაფეევი - ანიუკოვი, ჰუბოკანი, ალვეში, იანბაევი - ვიტსელი, დენისოვი, შიროკოვი - ბისტროვი, კერჟაკოვი, ჰალკი.
მალაგა (4-2-3-1): კაბალიერო - გამესი, დემიკელისი, ველიგტონი, ელიზეუ - ტულალანი, კამაჩო - პორტილიო, ისკო, დუდა - სანტა კრუსი.
არბიტრი: ოლეგარიო ბენკერენშა (პორტუგალია)

გუნდი
1 მალაგა 4 3 1 0 8-1 10
2 მილანი 4 1 2 1 4-4 5
3 ანდერლეხტი 4 1 1 2 1-4 4
4 ზენიტი 4 1 0 3 3-7 3


D ჯგუფი: მანჩინიმ იმედი დაკარგა
4 ტურის შემდეგ სიკვდილის ჯგუფს სათავეში გერმანიის ჩემპიონი უდგას - დორტმუნდის "ბორუსია", რომელიც შარშან ჩემპიონთა ლიგაში შერცხვა, წელს კი მთელი საფეხბურთო ევროპა აალაპარაკა - მათ შორის, მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონი ჯუზეპე ბერგომიც, რომელმაც "კიკერისთვის" მიცემულ ინტერვიუში თქვა, ჩემპიონთა ლიგაში ჯერჯერობით ყველაზე ლამაზ ფეხბურთს "დორტმუნდი" და დონეცკის "შახტარი" თამაშობს, გერმანიის ჩემპიონს აშკარად ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეუძლიაო.

დორტმუნდელებმა "აიაქსი" (1:0) და "რეალი" (2:1) დაამარცხეს, დანარჩენი ორი შეხვედრა კი (მანჩესტერსა და მადრიდში) ფრედ დაასრულეს.

საკმარისია, იურგენ კლოპის გუნდმა ამსტერდამში ფრეს მიაღწიოს, რომ მერვედფინალის საგზურს გაიფორმებს.

"ეს იოლი არ იქნება. "აიაქსი" ძალიან ძლიერი გუნდია, რაც ამსტერდამელებმა არაერთხელ დაამტკიცეს. ამ შეხვედრაში მაქსიმალური კონცენტრაციით თამაშია საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაძლოა, სერიოზულ საფრთხეში ჩავიგდოთ თავი", - თქვა მატჩის წინა დღეს "ბორუსიას" სპორტულმა დირექტორმა მიხაელ ცორკმა.

დორტმუნდელებს, რომლებმაც შაბათს "ფიურტი" იოლად და ძალების ზედმეტი დახარჯვის გარეშე დაამარცხეს (3:1), იაკუბ ბლაშჩიკოვსკი გამოუჯანმრთელდათ, "აიაქსს" კი რაიან ბაბელი დაუშავდა.

აიაქსი-ბორუსია (დ) 23:45
სავარაუდო შემადგენლობები
აიაქსი (4-3-3): ვერმეერი - ვან რინი, ალდერვეირელდი, მოისანდერი, ბლინდი - დე იონგი, კ. პოულსენი, შიონე - ბუირიტგერი, ერიკსენი, ფიშერი.
ბორუსია /დ/ (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიშჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - ს. ბენდერი, გიუნდოგანი - ბლაშჩიკოვსკი, გიოტცე, როისი - ლევანდოვსკი.
არბიტრი: პედრო პროენსა (პორტუგალია)

* * *
"მანჩესტერ სიტის" ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსი შერჩა, რომლის შენარჩუნებისთვის ინგლისელებს 21 ნოემბერს "რეალის" დამარცხება სჭირდებათ, მაგრამ ამ შანსის თავად "სიტის" თავკაც რობერტო მანჩინისაც კი აღარ სჯერა.

"მერვედფინალში გასვლის იმედი დავკარგე, თუმცა ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ "რეალი" დავამარცხოთ", - თქვა მანჩინიმ.

თუმცა ის და მისი შეგირდები კარგ ხასიათზე არიან, რადგან "ასტონ ვილა" 5:0 გაანადგურეს და პრემიერლიგაში ლიდერობა დაიბრუნეს.

სხვათა შორის, ლა ლიგაში ხუთი გოლი გაიტანა "რეალმაც" - "სამეფო გუნდის" მსხვერპლი ამჯერად ბილბაოს "ატლეტიკი" იყო.

მანჩესტერ სიტი-რეალი 23:45
სავარაუდო შემადგენლობები
მანჩესტერ სიტი (4-4-2): ჰარტი - საბალეტა, კომპანი, ნასტასიჩი, კოლაროვი - ნასრი, იაია ტურე, ბერი, სილვა - ტევესი, აგუერო.
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - არბელოა, სერხიო რამოსი, პეპე, ფაბიო კოენტრაო - ხედირა, ჩაბი ალონსო - დი მარია, იოზილი, რონალდო - ბენზემა.
არბიტრი: ჯანლუკა როკი (იტალია)

გუნდი
1 ბორუსია (დ) 4 2 2 0 6-4 8
2 რეალი 4 2 1 1 10-7 7
3 აიაქსი 4 1 1 2 6-8 4
4 მანჩესტერ სიტი 4 0 2 2 6-9 2

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. IV ტური. სამშაბათის მატჩების მიმოხილვა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული