იურგენ კლოპი: ვერც კი ვიოცნებებდი, ჯგუფში პირველ ადგილს თუ დავიკავებდით

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა "მანჩესტერ სიტისთან" (1:0) ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

მისი თქმით, ჯგუფის კენჭისყრის შემდეგ ის ვერც კი წარმოიდგენდა, რომ პირველ ადგილს დაიკავებდა.

"როცა გავიგე კენჭისყრის შედეგები, ვერც კი ვიოცნებებდი, რომ პირველ ადგილზე გავიდოდით ასეთ ძლიერ ჯგუფში. 14 ქულის დაგროვება შევძელით - ეს წარმოუდგენელია.

"სიტი" მატჩის დაწყებამდე დიდი წნეხის ქვეშ იყო, ჩვენ კი აგრესიულად ვმოქმედებდით და მეტოქეს საგოლე მომენტების შექმნის უფლებას არ ვაძლევდით.

"ბორუსიამ" დაიმსახურა პლეი ოფში გასვლა. წინ უფრო რთული
გზა იქნება",
- თქვა კლოპმა.

მომზადებულია Uefa.com-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. VI ტური. სამშაბათის მატჩები [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული