5 დეკემბერს გამართულ შეხვედრაში ლონდონელებმა "ნორსიელანდი" ანგარიშით 6:1 გაანადგურეს, თუმცა პლეი ოფში გასასვლელად ეს არასაკმარისი აღმოჩნდა - ჯგუფის პარალელურ მატჩში ტურინის "იუვენტუსმა" სტუმრად დონეცკის "შახტარი" დაამარცხა. შესაბამისად, მერვედფინალში თამაშის უფლება ამ გუნდებმა მოიპოვეს.
"მოკრძალებული ანგარიშით რომ მოგვეგო, ალბათ, მხოლოდ იმედგაცრუების გრძნობა დაგვეუფლებოდა. თუმცა ასეთი თამაშის შედეგ ვხედავ, რომ მიუხედავად საბოლოო შედეგით გაწბილებისა, ფეხბურთელებს დავალების მაღალ დონეზე შესრულებით გამოწვეული კმაყოფილების გრძნობაც აქვთ.
დიახ, დღეს
"შახტარისა" და "იუვენტუსის" მატჩის შედეგზე ზემოქმედება არანაირად არ შეგვეძლო და ამიტომ მხოლოდ საკუთარი ამოცანის შესრულებაზე უნდა გვეზრუნა. როგორც მწვრთნელს, თამამად შემიძლია ჩემი გუნდით აღფრთოვანება გამოვხატო. "ჩელსიმ" კარის მიმართულებით 32 დარტყმა განახორციელა, რომელთაგან 18 კარში წავიდა, გავიდა 6 გოლი და გატანის კიდევ არაერთი შანსი შეიქმნა.
რა თქმა უნდა, იმედგაცრუებულები ვართ იმით, რომ ჩემპიონთა ლიგაში ვეღარ ვიბრძოლებთ, თუმცა სხვა მხრივ, ყველას შეგვიძლია პოზიტივიც დავინახოთ.
მთელმა გუნდმა კარგად ითამაშა და ადრე როგორც ვთქვი, როდესაც გუნდი კარგად თამაშობს, ტორესიც იტანს. წინა დღეს ტორესს ყურადღებით ვაკვირდებოდი ვარჯიშზე და მასში მზარდი თავდაჯერება შევნიშნე. დღეს კი მან ბრწყინვალედ ითამაშა, რაშიც ძალიან წაადგა ინტენსიური გუნდური თამაში. თუ ტორესი ასე გააგრძელებს, გოლები მოვა...
ევროპის ლიგაში თამაშს აზრი არ აქვს, თუ მიზნად მის მოგებას არ დაისახავ. რა თქმა უნდა, ჩვენი მეტოქეებიც იმავეს ეცდებიან. გვინდა, რაც შეიძლება შორს წავიდეთ სატურნირო ბადეში.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული ტურნირი, რომელშიც ვმონაწილეობთ. შესაბამისად, ძალ-ღონეს არ დავზოგავთ, რათა გავიმარჯვოთ", - აქვეყნებს ბენიტესის სიტყვებს "ჩელსის" ოფიციალური ვებგვერდი.
ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. VI ტური. ოთხშაბათის მატჩები [VIDEO]