ანჯელო ალესიო: იმედია, მაინცდამაინც მადრიდის "რეალს" არ გადავეყრებით

AutoSharing Option
ტურინის "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელის თანაშემწე ანჯელო ალესიომ 5 დეკემბერს დონეცკში, "შახტართან" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩში თავისი გუნდის გამარჯვებით მიღებულ შთაბეჭდილებებზე ისაუბრა.

ტურინელებმა უკრაინული გრანდი მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს და ჯგუფში ლიდერობასთან ერთად, მერვედფინალის საგზურიც მოიპოვეს.

"ძალიან გახარებულები ვართ ამ გამარჯვებით, რამაც პლეი ოფის საგზური და ჯგუფში პირველი ადგილი მოგვიტანა.

ეს ძალიან მნიშვნელოვანი და რთული შეხვედრა იყო. კარგად ვიცოდით, რა ძალის პატრონია "შახტარი" და ამიტომ უმაღლესი დონის ფეხბურთის ჩვენებას ვეშურებოდით.

და ჩვენ ეს შევძელით.

პირველ რიგში, "შახტარის" თავდამსხმელების განეიტრალება და მათთვის მანევრისთვის სივრცის შეზღუდვა გვმართებდა. ვილიანი, ალექს ტეიშეირა, გენრიხ მხითარიანი - ესენი ბრწყინვალე ფეხბურთელები არიან, მაგრამ "შახტარი" დიდადაა დამოკიდებული თავისი ფორვარდების ინდივიდუალურ ოსტატობაზე. ამიტომ, თუ გამარჯვება გწადია, უმთავრესად სწორედ ამ უკანასკნელთ უნდა გაუმკლავდე.

იმედია, 1/8-ფინალში მაინცდამაინც "რეალს" არ გადავეყრებით. სხვა ყველა, ვისაც შეიძლება შევხვდეთ, თანაბარი ძალისაა.

წინა ტურში "ჩელსის" 3:0-ით დამარცხებით, ჩვენ საბოლოოდ ვირწმუნეთ, რომ ევროპაში დიდი მიზნებისთვის ბრძოლა შეგვიძლია. სწორედ იმ თავდაჯერებამ, რომელიც ორი კვირის წინ ტურინულმა მატჩმა მოგვიტანა, დღევანდელ გამარჯვებაში უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა.

დონეცკში არ დაგვჭირდა გარისკვა, რამდენადაც შეხვედრა ერთი ამოსუნთქვით, ამაღლებული განწყობით ჩავატარეთ",
- აქვეყნებს ალესიოს სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.

ასევე იხილეთ:

ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. VI ტური. ოთხშაბათის მატჩები [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 4 /
ჰაი ჰაი ბარსელონა და იუვეც პირველზე გავიდა და ერთმანეთს როგორ გადაეყრება
0
აქ ბარსაზე არცაა საუბარი, ვინაიდან ორივემ პირველი ადგილი დაიკავა, ერთ ჯგუფში ვერანაირად ვერ მოხვდებიან.
viva barsa
14:14 06-12-2012
0

სიახლეები პოპულარული