ლიონელ მესი: ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს არაფერი მომხდარა

AutoSharing Option
"ბარსელონას" არგენტინელმა ფორვარდმა ლიონელ მესიმ "ბენფიკასთან" (0:0) ჩემპიონთა ლიგის ბოლო ტურის მატჩი ნაადრევად დაასრულა.

ესპანური გუნდის ლიდერი შეხვედრის 85-ე წუთზე დაშავდა.

მესი ერთი-ერთზე გავიდა მეკარესთან, გასცდა მას და შემდეგ მახვილი კუთხიდან დაარტყა. ამის შემდეგ ის მოედანზე დაეცა და მარცხენა ფეხზე ხელი მოიკიდა.

არგენტინელმა მოედნის დატოვება დამოუკიდებლად ვერ შეძლო და მის გასაყვანად სპეციალური ავტომობილის გამოძახება გახდა საჭირო.

თავად მესიმ მატჩის შემდეგ გულშემატკივრები დაამშვიდა.

"ამჟამად ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ არაფერი მომხდარა, თუმცა ვნახოთ, სამედიცინო შემოწმება რას გვიჩვენებს", - თქვა მესიმ.

მომზადებულია Catalunya
Radio-ს მიხედვით


ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. VI ტური. ოთხშაბათის მატჩები [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
რას გამოყავდატ ვაბშე
0
დაასვენონ ეს კაცი ცოტა მაინც,დღეს თუ არა ხვალ დაამყარებს იმ რეკორდს...
maradona
15:43 06-12-2012
0

სიახლეები პოპულარული