დიდიე დროგბამ ყოფილ თანაგუნდელებს ბეჭდები აჩუქა

AutoSharing Option
"არისტოკრატების" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში ჩარჩენის შემდეგ ლონდონის "ჩელსის" ყოფილმა ფორვარდმა დიდიე დროგბამ, რომელიც ამჟამად ჩინური "შანჰაი შენჰუას" ღირსებას იცავს, ყველა ის ყოფილი თანაგუნდელი შეკრიბა, ვისთან ერთადაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ყველას სპეციალური ბეჭედი აჩუქა.

თითოეულ ბეჭედზე მფლობელის სახელია ამოტვიფრული. ბეჭდების დამზადება 800 ათასი ფუნტი დაჯდა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 2011-12 წლების სეზონის გამარჯვებული "ჩელსი", 2012-13 წლების სეზონის ტურნირის ჯგუფში ჩარჩა.

აღსანიშნავია, რომ ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში არასდროს დაფიქსირებულა მსგავსი რამ, როცა ლიგის გამარჯვებული ჯგუფიდან ვერ გასულიყო.

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული