არა აქვს მნიშვნელობა, მოიპოვებს თუ არა მანუელ პელეგრინის გუნდი ჩემპიონთა ლიგის ან ევროპალიგის საგზურს, ანდალუსიელებს ფინანსური დარღვევების გამო სასჯელი დაედო.
"მალაგა" იმ შემთხვევაშიც ვერ ითამაშებს მომავალ სეზონში ევროთასებზე, ლიგის ეს გათამაშება რომც მოიგოს (შეგახსენებთ, რომ "მალაგა" ლიგის მერვედფინალშია გასული, სადაც "პორტუს" ხვდება).
21 დეკემბერს ნიონში ევროპის კლუბების ფინანსური კონტროლის კომიტეტი შეიკრიბა და 9 კლუბს სასჯელიც გამოუტანა. კონკრეტულად "მალაგას" 4-წლიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა, დასჯილია 300 ათასი ევროთი.
დასჯილთა შორის არიან: "ჰაიდუკი" (ხორვატია), "ოსიეკი" (ხორვატია),
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"