კრიშტიანო რონალდო: "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეხვედრას დიდი ხანია ველოდები

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა ვარსკვლავმა "მანჩესტერ იუანტედთან" ჩემპიონთა ლიგის მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

"ერთხელ ვარჯიშზე ბიჭები ვსაუბრობდით თუ ვინ შეგვხდებოდა კენჭისყრის შედეგად. უმალვე ვთქვი, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" იქნებოდა.

დიდი ხანია "იუნაიტედთან" მინდა თამაში და ეს დროც დადგა. "მანჩესტერიდან" ბევრი კარგი მომენტი მახსოვს. ამ მატჩში ბევრი ემოცია მექნება. მანდ ხომ ექვსი წელი ვთამაშობდი. იქ ბევრი მეგობარი მყავს.

"იუნაიტედში" 18 წლისას აღმოვჩნდი, ფერგიუსონმა ფეხბურთის საფუძვლები მასწავლა. მისი წყალობით ჩემი კარიერა ძალიან კარგად აეწყო. ბევრჯერ მითქვამს, რომ ფერგიუსონი ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა ფეხბურთში. მასთან
კარგი ურთიერთობა მაქვს. სასიამოვნო იქნება სერ ალექსთან შეხვედრა.

"რეალს" აქვს ამბიცია ჩემპიონთა ლიგის მე-10 თასი მოიგოს. ამ ტიტულს გულშემატკივრები დიდი ხანია ელოდებიან და შევეცდებით მათი იმედები გავამართლოთ.

ვიცით, რომ რთული ამოცანა გველის, მაგრამ მის გადასაჭრელად მხად ვართ"
, - თქვა რონალდომ.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
კრიშტიანო რონალდო: "რეალი" "მანჩესტერ იუნაიტედს" სჯობს
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული