ჟოზე მოურინიომ "მანჩესტერთან" მატჩის სასტარტო 11-ეული გააცხადა

AutoSharing Option
"მარკას" ინფორმაციით, ჟოზე მოურინიომ უკვე გააცხადა იმ 11 ფეხბურთელის სია, რომელსაც ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის მატჩში, "მანჩესტერ იუნაიტედის" წინააღმდეგ ათამაშებს.

რჩეული 11-ეული ასე გამოიყურება: დიეგო ლოპესი - კარში; ოთხი მცველი: ალვარო არბელოა, სერხიო რამოსი, პეპე და ფაბიო კოენტრაო; საყრდენები: სამი ხედირა და ჩაბი ალონსო; ნახევარდაცვის შემტევი სამეული: ანხელ დი მარია, მესუთ იოზილი და კრიშტიანო რონალდო; ცენტრფორვარდი: ქარიმ ბენზემა.

ეს არის მოურინიოს ოპტიმალური სასტარტო შემადგენლობა, თუ არ ჩავთვლით მარსელოს დაცვის მარცხენა ფლანგზე, რომელიც ჯერ შორს არის საუკეთესო ფორმისგან და იკერ კასილიასს, რომელიც
ტრავმირებულია.

რაფაელ ვარანს ჰქონდა შანსი, მოხვედრილიყო ამ შემადგენლობაში, მაგრამ მცირე ტრავმამ ფრანგი უკან დახია. ამასობაში პეპე გამოჯანმრთელდა და ადგილიც დაიბრუნა.

არის ერთი სათადარიგო ვარიანტი: შესაძლოა, პორტუგალიელი მაინც არ ენდოს თანამემამულე კოენტრაოს და ესიენი ათამაშოს. ამ შემთხვევაში არბელოა მარცხენა ფრთაზე გადავა.

ასევე იხილეთ:
ჟერარდ პიკე: "რეალისა" და "მანჩესტერის" მატჩში ინგლისელთა მხარეს ვიქნები
კრიშტიანო რონალდო: ახლა ყველაზე მეტად ჩემპიონთა ლიგის მოგება მინდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული