შახტარი VS ბორუსია (დ) - სამბა "დონბასზე", რომელიც დორტმუნდელებმაც იციან

AutoSharing Option
"შახტარისა" და "დორტმუნდის" დაპირისპირება ისეთი მატჩია, რომელშიც ყველაფერი შეიძლება მოხდეს და არცერთი შედეგი არ იქნება გასაკვირი.

ორივე გუნდი სწრაფ და ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობს და მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის მოქმედმა ჩემპიონმა "სიკვდილის ჯგუფში" პირველი ადგილი დაიკავა და თვით "რეალსაც" მოუგო, "დორტმუნდის" ფავორიტად შერაცხვა მაინც არასწორი იქნებოდა.

დორტმუნდელები "ჰამბურგთან" მოულოდნელი განადგურების (1:4) შემდეგ კარგ განწყობაზე ვერ იქნებიან, თუმცა "ბორუსიას" მწვრთნელი იურგენ კლოპი გუნდის მოტივირების ოსტატია და ნაკლებად სავარაუდოა, რომ გერმანიის ჩემპიონს 13 თებერვალს "ჰამბურგისგან" შაბათს მიღებული ცივი შხაპი დაეტყოს.

"შახტარმა" იანვარში ვილიანი
კი დაკარგა (მახაჩ
ალის "ანჟიში" გადავიდა), მაგრამ დონეცკურ კლუბს კიდევ იმდენი და ისეთი ბრაზილიელი ჰყავს, რომ ორი აზრი არ არსებობს, "ბორუსიას" "დონბას არენაზე" ურთულესი ბრძოლა ელის.

კლოპი კვლავ ვერ გამოიყენებს კევინ გროსკროიტცს და 12 თებერვალს გაირკვა, რომ "შახტარის" წინააღმდეგ ვერც ილქაი გიუნდოგანი ითამაშებს, რომელსაც იურგენი, რა თქმა უნდა, ძირითად შემადგენლობაში მოიაზრებდა.

სამაგიეროდ, "ბორუსიას" დონეცკში გამოჯანმრთელებული მარსელ შმელცერი გაჰყვა, რაც კლოპს დაცვის მარცხენა ფლანგზე პრობლემას მოუხსნის.

ნევენ სუბოტიჩი კი, როგორც იცით, დიდი ხნის დაშავებულია და მას დაცვის ცენტრში ბრაზილიელი ფელიპე სანტანა შეცვლის, რომელიც არავისზე ნაკლები მცველი არაა.

"შახტარი" მოსამზადებელ პროცესშია და ოფიციალური მატჩები არ აქვს (უკრაინის პირველობა ხომ მარტში იწყება). 3 თებერვალს დონეცკელები ნორვეგიულ "ოდ გრენლანდს" ამხანაგურად ეთამაშნენ და 0:1 დამარცხდნენ.

"დორტმუნდი" და "შახტარი" ჩემპიონთა ლიგაში ერთმანეთს ერთხელ შეხვდნენ - 2001/02 წლების სეზონში, მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე და ორი მატჩის ჯამში მაშინ "ბორუსიამ" დონეცკური კლუბის ბარიერი იოლად დაძლია (3:1, 2:0).

ვაიდენფელერი: შახტარი საშიშია!
"ჰამბურგთან" წაგებამ ყველას გვატკინა გული და კარგი ისაა, რომ "შახტართან" მატჩი კარს მოგვადგა.

ეს თამაში ჩვენი ფანებისთვის ბოდიშის მოხდის საუკეთესო შანსია, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ.

მთავარია, დონეცკში შეცდომები არ დავუშვათ, რადგან "შახტარი" ამით აუცილებლად ისარგებლებს",
- აცხადებს ნური შაჰინი.

"პრესას რომ ვეცნობი, ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ გერმანული საფეხბურთო საზოგადოება "შახტარს" ჯეროვნად არ აფასებს.

დონეცკელებს ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ და ჩვენ სიფრთხილე გვმართებს.

ფაქტია, რომ ურთულესი თამაში გველის, მაგრამ ჩვენ ამ ბრძოლისთვის ასი პროცენტით მზად ვართ",
- ეს კი რომან ვაიდენფელერის სიტყვებია.

ბრაზილიელებთან ერთად, "შახტარში" ამინდს სომეხი ჰენრიკ მხითარიანიც ქმნის, რომელმაც ოთხშაბათს გასამართი დუელის წინ უკრაინულ პრესაში ასეთი განცხადება გააკეთა:

"ჩემპიონთა ლიგაში ჩვენი მიზანი მაქსიმუმია, ანუ თასის მოგება. კარგად მესმის ამ განცხადების მნიშვნელობა და ისიც ვიცი, რომ "დორტმუნდთან" ორი ურთულესი პაექრობა გველის, მაგრამ ეს ბარიერი უნდა გადავლახოთ".


ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. პირველი მატჩი
შახტარი-ბორუსია (დ) 23:45
სავარაუდო შემადგენლობები
შახტარი (4-4-1-1): პიატოვი - სრნა, ჩიგრინსკი, რაკიცკი, რაცი - ტაისონი, ფერნანდინიო, სტეპანენკო, ალექს ტეიშეირა - მხითარიანი - ლუის ადრიანო.
ბორუსია /დ/ (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიშჩეკი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - კელი, ს. ბენდერი - ბლაშჩიკოვსკი, გიოტცე, როისი - ლევანდოვსკი.
არბიტრი: ჰოვარდ ვები (ინგლისი)

ურთიერთშეხვედრები
22.08.2001
ბორუსია (დ)-შახტარი 3:1
გოლები: 0:1 აგაჰოვა (7), 1:1 კოლერი (49), 2:1 ამოროზო (64), 3:1 კოლერი (68)

07.08.2001
შახტარი-ბორუსია (დ) 0:2
გოლები: 0:1 რიკენი (35), 0:2 ოლისე (73)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ადიდასმა" ჩემპიონთა ლიგის ფინალის ბურთი წარადგინა
მკითხველის კომენტარები / 2 /
ნუ იქ სადაც ფხიტარიანის მაქსიმუმი ლიგის მოგებაა იქ დორტმუნდის ფავორიტობა რა მოსაყვანია, მაგარი კლოუნი ხარ ფხიტოოო რაააა
mamura
19:12 13-02-2013
0
"მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის მოქმედმა ჩემპიონმა "სიკვდილის ჯგუფში" პირველი ადგილი დაიკავა და თვით "რეალსაც" მოუგო, "დორტმუნდის" ფავორიტად შერაცხვა მაინც არასწორი იქნებოდა." - რაღაცას რომ წერთ, ლოგიკა ხო უნდა იყოს შიგ? რეალს მოუგო, სიტის მოუგო, ორგზის გერმანიის ჩემპიონია ზედიზედ და მაინც არ არის შახტართან ფავორიტი?
Giorgipirweli
11:19 13-02-2013
0

სიახლეები პოპულარული