მატჩი ახალი დაწყებული იყო, როდესაც ბრიტანელებს ალესანდრო მატრი გაეპარათ, რომელმაც კიპერს დასწრებაზე აჯობა და ბურთი კარში გადაგზავნა - სკოტთა მცველმა ბურთი უკუაგდო და დამატებაზე უკვე კლაუდიო მარკიზიომ იხეირა. მსაჯმა მარკიზიოს გოლი ჩათვალა, მაგრამ გამეორებაზე კარგად გამოჩნდა, რომ ბურთმა კარის ხაზი ჯერ კიდევ მატრის დარტყმისას გადაკვეთა. შედეგად, გოლი სწორედ
მეორე ტაიმში სკოტებმა სცადეს მატჩის გადარჩენა, მაგრამ კლასმა თავისი გაიტანა. 77-ე წუთზე ალესანდრო მატრის შესანიშნავ გადაცემას კლაუდიო მარკიზიოს კიდევ უკეთესი ფინტი და ზუსტი დარტყმა მოჰყვა - 2:0. მატჩის დასრულებამდე ათ წუთზე ნაკლები იყო დარჩენილი, როდესაც მარკიზიო უკვე ასისტენტის როლში მოგვევლინა, მისი ზუსტი პასით კი მირკო ვუჩინიჩმა იხეირა - 3:0. "იუვე" უფრო ძლიერია, ბევრად ძლიერი...
სელტიკი-იუვენტუსი 0:3
გოლები: 0:1 მატრი (3), 0:2 მარკიზიო (77), 0:3 ვუჩინიჩი (83).
სელტიკი (4-5-1): ფორსტერი - ლუსტიგი (59. მეტიუსი), ვილსონი, ამბროუზი, ისაგირე - ბრაუნი (80. კაიალი), ვანიამა, ფორესტი, მულგრიუ, კომონსი (73. ვოტი) - ჰუპერი.
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარძალი, ბონუჩი, კასერესი - ლიხტშტაინერი, პირლო, ვიდალი, მარკიზიო, პელუზო (69. პადოინი) - ვუჩინიჩი (86. ანელკა), მატრი (81. პოგბა).
გაფრთხილება: ბრაუნი, ფორესტი, ჰუპერი – ლიხტშტაინერი, მარკიზიო, პადოინი.
კუთხური: 10-4; ჯარიმა: 12-12; თამაშგარე: 0-6; კარში დარტყმა: 15-5(7-4); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 45 000
Video
სელტიკი - იუვენტუსი 0:3
სელტიკი - იუვენტუსი 0:3
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ჯანლუიჯი ბუფონი: დაუნდობლები ვიყავით!
ანტონიო კონტე: შოტლანდიელები 200 კმ/სთ სიჩქარით დაქრიან და მოგება იოლი არ იყო
ნილ ლენონი: 70 წუთი მეტოქეზე უკეთ ვთამაშობდით