ვალენსია-პსჟ 1:2 - პარიზულ მატჩს ინტრიგა... ზლატანმა დაუტოვა [VIDEO]

AutoSharing Option
"ვალენსიამ" პსჟ-სთან შეხვედრა ტერიტორიული უპირატესობით წარმართა, სხვა მხრივ კი ყველაფერში დაიჩაგრა.

ფრანგებმა თავიდანვე მოკიდეს საქმეს ხელი და პირველივე ტაიმში ორი ბურთით დაწინაურდნენ. ჯერ ესეკილ ლავეციმ იხეირა, შემდეგ კი ხავიერ პასტორემ... კარლო ანჩელოტიმ ცენტრფორვარდის პოზიციაზე ზლატან იბრაჰიმოვიჩი გაამწესა, უკნიდან კი მას ყველაზე აქტიურად სწორედ გოლის ავტორები ეხმარებოდნენ.

შესვენებაზე ესპანელთა თავკაცმა ორი ცვლილება განახორციელა და თამაშში გარდატეხის შეტანა სცადა, მაგრამ ბევრი არაფერი გამოუვიდა. "ვალენსიას" შეტევებს სიმწვავე აკლდა, ფრანგები კი კონტრშეტევებზე იჩხვლიტებოდნენ.

თუმცა მატჩის მიწურულს პირინეელთათვის ორი კარგი ამბავი მოხდა - "ღამურებმა" ჯერ
ანგარიში შეამცირეს, შემდეგ კი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა წითელი ბარათი მიიღო...

მოკლედ, იბრა მომდევნო მატჩს გამოტოვებს და ანგარიშიც ტოვებს სულ მცირე ინტრიგას...

ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. პირველი მატჩი
ვალენსია-პსჟ 1:2
გოლები: 0:1 ლავეცი (10), 0:2 პასტორე (43), 1:2 რამი (90).
ვალენსია (4-2-3-1): გუაიტა - ჟოაო პერეირა, რამი, რიკარდო კოშტა, გუარდადო - პარეხო, ტინო კოსტა - ფეგული (83. ვიერა), ბანეგა (46. კანალესი), ჟონასი (46. ვალდესი) - სოლდადო.
პსჟ (4-2-3-1): სირიგუ - ჟალე, ალექსი, სახო, მაქსველი - მატუიდი, ვერატი - ლუკას მოურა (53. შანტომი), პასტორე (88. არმანი), ლავეცი (76. მენეზი) - იბრაჰიმოვიჩი.
გაფრთხილება: ჟოაო პერეირა - ვერატი.
გაძევება: იბრაჰიმოვიჩი (90).
კუთხური: 8-0; ჯარიმა: 10-13; თამაშგარე: 3-5; კარში დარტყმა: 8-12(2-8); ბურთის ფლობა: 65%-35%.
მაყურებელი: 55 000

VideoSportall.Ge
ვალენსია - პსჟ 1:2


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
კარლო ანჩელოტი: მოგება დავიმსახურეთ, მაგრამ ყველაფერი პარიზში გაირკვევა
ხავიერ პასტორე: უფრო მეტო გოლის გატანა შეგვეძლო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული