კარლო ანჩელოტი: მოგება დავიმსახურეთ, მაგრამ ყველაფერი პარიზში გაირკვევა

AutoSharing Option
პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ "ვალენსიასთან" სტუმრად, 12 თებერვალს გამართული ჩემპიონთა ლიგის პირველი მერვედფინალური შეხვედრის შემდეგ სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ მისმა გუნდმა საფინალო სასტვენამდე ვერ შეძლო ორბურთიანი სხვაობის შენარჩუნება.

ესპანეთში გამართულ მატჩში პარიზელები ესეკიელ ლავეცისა და ხავიერ პასტორეს გოლებით იგებდნენ, მაგრამ ადილ რამიმ ერთი ბურთის გაქვითვა შეძლო.

"ჩვენ მართლა ძალიან კარგად ვითამაშეთ და გამარჯვება უნდა გვიხაროდეს, თუმცა დასანანია, რომ თამაშის ბოლო ჩვენთვის არცთუ მთლად წარმატებული გამოდგა.

"ვალენსია" კარგი გუნდია. ჯერ მხოლოდ ერთი მატჩი ჩავატარეთ და ჩვენი დაპირისპირების ბედი საპასუხო
შეხვედრაში გადაწყდება, რომელსაც საკუთარ კედლებში ჩავატარებთ. ეს უპირატესობას კი გვაძლევს, მაგრამ ამის გამო არ უნდა მოვეშვათ.

ჩვენ გვქონდა მესამე გოლის გატანის შესაძლებლობაც, მაგრამ მეტოქემ საჯარიმო დარტყმით ისარგებლა და გაგვიტანა.

ჩვენ კარგი ფეხბურთი და საქმისადმი სწორი დამოკიდებულება ვაჩვენეთ. შესაბამისად, ჩვენმა გუნდმა ეს გამარჯვება დაიმსახურა",
- უთხრა იტალიელმა სპეციალისტმა უეფას ოფიციალურ საიტს.

VideoSportall.Ge
ვალენსია - პსჟ 1:2

"რაც შეეხება ბექჰემს, დევიდი მთელი კვირის განმავლობაში ინდივიდუალურად ვარჯიშობდა, მაგრამ ამიერიდან გუნდთან ერთად მოემზადება.

მის მოედანზე გამოსვლას ხელს არაფერი უშლის და მისი ჩვენს
გუნდში ყოფნა კიდევ უფრო გაგვაძლიერებს. ოღონდ ჯერ არ ვიცი, ითამაშებს თუ არა ის "სოშოსთან".

ვფიქრობ, ლუკას მოურას (რომელმაც მოედანი ტრავმის გამო დატოვა) სერიოზული არაფერი ს
ჭირს. დაზიანება აქვს, მაგრამ იმედია, ყველაფერი მალე გაივლის", - დასძინა ანჩელოტიმ.

საპასუხო მატჩი "ვალენსიასა" და პსჟ-ს შორის პარიზში 6 მარტს გაიმართება.

ასევე იხილეთ:
"ვალენსია"-პსჟ 1:2 - პარიზულ მატჩს ინტრიგა... ზლატანმა დაუტოვა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული