12 თებერვალს "სელტიკ პარკზე" გამართული შეხვედრა ტურინელთა შთამბეჭდავი გამარჯვებით - 0:3 დასრულდა. ტაბლოზე თავ-თავიანთი გვარ-სახელები ალესანდრო მატრიმ, კლაუდიო მარკიზიომ და მირკო ვუჩინიჩმა ააკიაფეს.
"ჩემი ფეხბურთელები უნდა შევაქო. "სელტიკი" საკუთარ თავზე მაღლა ახტა და იმ წნეხთან გამკლავება, რომელსაც მასპინძელი ჩვენს კარზე ახორციელებდა, იოლი ნამდვილად არ იყო.
კარგად ჩატარებული მატჩისა და ნამდვილი ვაჟკაცური ორთაბრძოლისთვის კომპლიმენტი "სელტიკსაც" მინდა ვუძღვნა.
შესვენებაზე ფეხბურთელებს ვთხოვე, დაცვაში არ ჩამჯდარიყვნენ. საამისოდ კლაუდიო
ვარჯიშებზე კარგად დავამუშავეთ დაცვაში მოქმედება "სტანდარტულების" დროს, რადგან ვიცოდით, რომ ეს "სელტიკის" დიდი კოზირია. ვფიქრობ, მსგავს სიტუაციებში მთელმა გუნდმა ბრწყინვალედ გაართვა თავი ამოცანას", - აქვეყნებს კონტეს ნათქვამს უეფას ოფიციალური საიტი.
Video
სელტიკი - იუვენტუსი 0:3
სელტიკი - იუვენტუსი 0:3
"ბოლო წლებში "სელტიკი", ჩვენი არ იყოს, ევროპულ ასპარეზზე არ ბრწყინავდა, მაგრამ ამ შედეგმა შეცდომაში არავინ უნდა შეიყვანოს. შოტლანდიელებს მართლა ძლიერი გუნდი ჰყავთ.
შემთხვევითი სულაც არ იყო, მათ შინ "ბარსელონას" ძლევა რომ შეძლეს და "კამპ ნოუზეც" მინიმალურად დამარცხდნენ. ამ გუნდის ფეხბურთელები მოედანზე 200 კმ/სთ სიჩქარით დაჰქრიან და ამიტომ მათთან თამაში ჩვენთვის იოლი ნამდვილად არ იყო.
ამრიგად, ჩემს ბიჭებს ეს გამარჯვება უნდა მივულოცო", - დასძინა იტალიელმა სპეციალისტმა.
საპასუხო დაპირისპირება "სელტიკსა" და "იუვენტუსს" შორის ტურინში 6 მარტს გაიმართება.
ასევე იხილეთ:
"სელტიკი"-"იუვენტუსი" 0:3 - რა მნიშვნელობა აქვს, ვინ გაიტანა, "იუვე" წინ მიიწევს [VIDEO]