12 თებერვალს "სელტიკ პარკზე" გამართული შეხვედრა ტურინელთა შთამბეჭდავი გამარჯვებით - 0:3 დასრულდა. ტაბლოზე თავ-თავიანთი გვარ-სახელები ალესანდრო მატრიმ, კლაუდიო მარკიზიომ და მირკო ვუჩინიჩმა ააკიაფეს.
"ვცდილობდით, შეგვეტია მათთვის, მაგრამ ვერაფრით ვახერხებდით საკუთარი რიტმის დაჭერას. შედეგად, ფონს გასვლა სხვაგვარად შევძელით - დაცვაში ჩაჯდომითა და თამაშის კონტრშეტევებზე აგებით.
და ამ ტაქტიკით ვიყოჩაღეთ - დაუნდობლები ვიყავით.
მაგრამ გულახდილად უნდა ვთქვათ, მატჩის შედეგი რამდენიმე გადამწყვეტმა ეპიზოდმა განაპირობა. ვისაც თამაში არ უნახავს, შესაძლოა
თუმცა ის, რომ საკუთარი მომენტები გამოვიყენეთ, ეს ნამდვილად პოზიტიურია ნიშანია", - აქვეყნებს იტალიის ნაკრებისა და ტურინის "იუვენტის" მეკარის ნათქვამს კლუბის ოფიციალური საიტი.
ასევე იხილეთ:
ანტონიო კონტე: შოტლანდიელები 200 კმ/სთ სიჩქარით დაჰქრიან და მოგება იოლი არ იყო
"სელტიკი"-"იუვენტუსი" 0:3 - რა მნიშვნელობა აქვს, ვინ გაიტანა, "იუვე" წინ მიიწევს [VIDEO]