ნილ ლენონი: 70 წუთი მეტოქეზე უკეთ ვთამაშობდით

AutoSharing Option
გლაზგოს "სელტიკის" მთავარმა მწვრთნელმა ნილ ლენონმა ტურინის "იუვენტუსთან" (0:3) ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ანგარიში "იუვენტუსს" ახარებს. 70 წუთი მეტოქეზე უკეთ ვთამაშობდით, მაგრამ სულელური გოლების გაშვება არ შეიძლება.

ეფე ამბროუზამ საშინლად ითამაშა, როცა პირველი გოლი გავუშვით და გათანა
ბრების კარგი შანსი ვერ გამოვიყენეთ. მეორე და მესამე გოლების ეპიზოდებში მთელი გუნდი გაითიშა.

ახლა მხოლოდ სასწაულის იმედიღა დაგვრჩა. ეს არის ჩემპიონთა ლიგის მწარე რეალობა.

ძალიან მინდა, არბიტრს ვკითხო, ნუთუ ესპანეთსა
და იტალიაში სხვა წესებით თამაშობენ? ყოველთვის, როცა ჩემი ფეხბურთელი საჯარიმოში იმყოფებოდა,
მის წინააღმდეგ წესებს არღვევდნენ.

"იუვენტუსის" წინააღმდეგ
12 წლის წინ გვაქვს ნათამაშები და მაშინ ანალოგიურ სიტუაციაში იყო კრის სატონი, რომელმაც პენალტის უფლება მიიღო", - თქვა ლენონმა.

მომზადებულია Football Italia-ის მიხედვით


ასევე იხილეთ:
"სელტიკი"-"იუვენტუსი" 0:3 - რა მნიშვნელობა აქვს, ვინ გაიტანა, "იუვე" წინ მიიწევს [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული