"დარწმუნებული ვარ, რომ უფრო დიდი ანგარიშითაც შეგვეძლო გამარჯვება.
თუმცა მშვიდად უნდა ვიყოთ, რადგან ჩვენი ამოცანა შევასრულეთ და გავიმარჯვეთ.
საერთო ჯამში, მატჩი ჩვენი კარნახით მიმდინარეობდა. ვცდილობდით, ცივი გონებით გვეთამაშა, ბურთი გვეკონტროლებინა და მეტოქის ძლიერი მხარეები გაგვენეიტრალებინა, ხოლო შემდეგ უეცრად წინ გავსულიყავით და კონტრშეტევებზე ეფექტურად გვეთამაშა.
ჩვენი ფეხბურთელები კარგად ეწყობიან ამ ტაქტიკას. ლუკასი და ლავეცი ძალიან სწრაფები არიან, იბრაჰიმოვიჩს კი ჭკვიანურად თამაში შეუძლია.
კიდევ შეგვეძლო გაგვეტანა, მაგრამ მაინც კარგი შთაბეჭდილება დავტოვეთ.
საპასუხო მატჩი ერთ თვეში იქნება. ამიტომ შიდა საქმეებს უნდა მივხედოთ, მით უმეტეს, რომ ჩემპიონატში ვლიდერობთ. შესაძლოა, ზოგიერთი ფეხბურთელი დისკვალიფიკაციის გამო ვერ დაგვეხმაროს ლიგაზე, მაგრამ კვლავ კარგ ფეხბურთს ვაჩვენებთ", - თქვა პასტორემ.
მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით
ასევე იხილეთ:
"ვალენსია"-პსჟ 1:2 - პარიზულ მატჩს ინტრიგა... ზლატანმა დაუტოვა [VIDEO]