ხავიერ პასტორე: უფრო მეტი გოლის გატანა შეგვეძლო

AutoSharing Option
პსჟ-ის ნახევარმცველმა ხავიერ პასტორემ "ვალენსიასთან" (2:1) ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩზე ისაუბრა.

"დარწმუნებული ვარ, რომ უფრო დიდი ანგარიშითაც შეგვეძლო გამარჯვება.

თუმცა მშვიდად უნდა ვიყოთ, რადგან ჩვენი ამოცანა შევასრულეთ და გავიმარჯვეთ.

საერთო ჯამში, მატჩი ჩვენი კარნახით მიმდინარეობდა. ვცდილობდი
თ, ცივი გონებით გვეთამაშა, ბურთი გვეკონტროლებინა და მეტოქის ძლიერი მხარეები გაგვენეიტრალებინა, ხოლო შემდეგ უეცრად წინ გავსულიყავით და კონტრშეტევებზე ეფექტურად გვეთამაშა.

ჩვენი ფეხბურთელები კარგად ეწყობიან ამ ტაქ
ტიკას. ლუკასი და ლავეცი ძალიან სწრაფები არიან, იბრაჰიმოვიჩს კი ჭკვიანურად თამაში შეუძლია.

კიდევ შეგვეძლო გაგვეტანა, მაგრამ მაინც კარგი შთაბეჭდილება დავტოვეთ.
მოვიგეთ და ყველაზე მნიშვნელოვანი ესაა. ჩემპიონთა ლიგაზე უფრო წინ თუ გვინდა გასვლა, დისციპლინირებულები უნდა ვიყოთ და გოლების გატანა გვწყუროდეს.

საპასუხო მატჩი ერთ თვეში იქნება. ამიტომ შიდა საქმეებს უნდა მივხედოთ, მით უმეტეს, რომ ჩემპიონატში ვლიდერობთ. შესაძლოა, ზოგიერთი ფეხბურთელი დისკვალიფიკაციის გამო ვერ დაგვეხმაროს ლიგაზე, მაგრამ კვლავ კარგ ფეხბურთს ვაჩვენებთ",
- თქვა პასტორემ.

მომზადებულია uefa.com-ის მიხედვით

ასევე იხილეთ:
"ვალენსია"-პსჟ 1:2 - პარიზულ მატჩს ინტრიგა... ზლატანმა დაუტოვა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული