"ვფიქრობ, ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. შეგვიძლია სტუმრად გოლის გატანა. მთელი შეხვედრის განმავლობაში ვდომინირებდით და კარგი მომენტებიც გვქონდა, რომ ერთზე მეტი გოლი გაგვეტანა.
"რეალმა" თამაში კარგად დაიწყო. კოენტრაომ ძელს გაარტყა, მაგრამ პირველმა "იუნაიტედმა" გაიტანა.
არ შემიძლია "მანჩესტერის" თამაშის სტილის გაკრიტიკება. ისინი აქ საბრძოლველად ჩამოვიდნენ და კარგად ითამაშეს.
ალონსოს შეცვლა? მან ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა, ბოლომდე დაიხარჯა. ახლა მას დასვენება სჭირდება. შესაძლოა, უქმეებზე მან არ ითამაშოს.
მატჩამდე მე და ფერგიუსონი
შეგვეძლო, უფრო მეტი გოლი გაგვეტანა და მოგვეგო, მაგრამ "იუნაიტედსაც" შეეძლო გამარჯვება", - თქვა მოურინიომ.
ასევე იხილეთ:
რეალი-მანჩესტერი 1:1 - "რეალმა" ესპანელს ძვრა ვერ უყო [VIDEO]