ჟოზე მოურინიო: მოგება ორივე გუნდს შეეძლო

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ "მანჩესტერ იუნაიტედთან" (1:1) ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩზე ისაუბრა.

"ვფიქრობ, ჯერ არაფერია გადაწყვეტილი. შეგვიძლია სტუმრად გოლის გატანა. მთელი შეხვედრის განმავლობაში ვდომინირებდით და კარგი მომენტებიც გვქონდა, რომ ერთზე მეტი გოლი გაგვეტანა.

"რეალმა" თამაში კარგად დაიწყო. კოენტრაომ ძელს გაარტყა, მაგრამ პირველმა "იუნაიტედმა" გაიტანა.

არ შემიძლია "მანჩესტერის" თამაშის სტილის გაკრიტიკება. ისინი აქ საბრძოლველად ჩამოვიდნენ და კარგად ითამაშეს.

ალონსოს შეცვლა? მან ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა, ბოლომდე დაიხარჯა. ახლა მას დასვენება სჭირდება. შესაძლოა, უქმეებზე მან არ ითამაშოს.

მატჩამდე მე და ფერგიუსონი
გასახდელ ოთახში ვიყავით, მაგრამ ტაქტიკაზე არ გვისაუბრია (იცინის).

შეგვეძლო, უფრო მეტი გოლი გაგვეტანა და მოგვეგო, მაგრამ "იუნაიტედსაც" შეეძლო გამარჯვება",
- თქვა მოურინიომ.

ასევე იხილეთ:
რეალი-მანჩესტერი 1:1 - "რეალმა" ესპანელს ძვრა ვერ უყო [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული