ჯექსონ მარტინესი: "პორტუს" მეოთხედფინალში გასვლაც შეუძლია და მეტიც

AutoSharing Option
19 თებერვალს "პორტუ" ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში ესპანურ "მალაგას" უმასპინძლებს.

მატჩის წინ უეფას ოფიციალური საიტი "პორტუსა" და პორტუგალიის ჩემპიონატის ბომბარდირ ჯექსონ მარტინესს გაესაუბრა.

ჯექსონ მარტინესმა "ატლეტიკოში" წასული რადამელ ფალკაო წარმატებით შეცვალა - მან ამ სეზონში 19 ტურში 20 გოლი გაიტანა, თუმცა მარტინესს არ უყვარს, როცა ფალკაოს ადარებენ:

"უპირველესად, არ მიყვარს, როცა ფალკაოს მადარებენ არა იმიტომ, რომ რადამელი ცუდი ფეხბურთელია, პირიქით, მისი თამაშით აღფრთოვანებული ვარ. უბრალოდ, ყველა კარგ ფეხბურთელს თავისი ხელწერა აქვს და მე ჩემი სტილი მაქვს. ფალკაომ უკვე ჩაწერა
თავისი სახელი "პორტუს" ისტორიაში. ახლა ჩემი დროა"
.

ჯექსონმა "მალაგასთან" დაპირისპირებაზეც ისაუბრა: "მალაგას" გავლა შესაძლებელია. ჩვენ ამას ყველანაირად შევეცდებით. ჩემი აზრით, ნამდვილად გვყავს ისეთი გუნდი, რომ მეოთხედფინალში გასვლა შევძლოთ და უფრო წინაც წავიდეთ, თუმცა სანამ ამაზე ვიფიქრებთ, მანამდე მხოლოდ "მალაგასთან" თამაშზე ვართ კონცენტრირებულნი".

ასევე იხილეთ:
უეფამ "მალაგას" წითელი აუნთო - 4 სეზონი ევროთასების გარეშე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული