"მალაგა" ჩემპიონთა ლიგაში დაუმარცხებელია (3 მოგება და 3 ფრე ჯგუფურ ეტაპზე) და ცხადია, ესპანელების მიზანი "ესტადიო დრაგაოზეც" არწაგება იქნება.
ფაქტია, რომ "მალაგას" "პორტუსთან" ამ მიზნის მიღწევა გაუჭირდება, რადგან პორტუგალიელებმა ჯგუფურ ეტაპზე სამ საშინაო მატჩში შვიდი გოლი გაიტანეს და სამივე მატჩი მოიგეს.
"მალაგას" დაცვაში სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს. დიდი შანსია, რომ მანუელ
ფლანგის მცველების გამოჯანმრთელება დიდად საეჭვოა, დემიკელისმა კი ფეხზე დადგომა შეიძლება მოასწროს. ელიზეუს არყოფნა "მალაგასთვის" დიდი დანაკლისი იქნება და ეს უკანასკნელი ძირითად შემადგენლობაში, დაცვის მარცხენა ფრთაზე ანტუნეშმა უნდა შეცვალოს.
"პორტუს" თავკაც ვიტორ პერეირას კი ყველა წამყვანი ფეხბურთელი მწყობრში ჰყავს. რაც მთავარია, სრულ მზადყოფნაშია პორტუგალიელთა მთავარი დამრტყმელი ძალა ჯეიმს როდრიგესი.
აღსანიშნავია, რომ პორტუგალიელებს დასასვენებლად ერთით მეტი დღე ჰქონდათ, რადგან კალენდარული მატჩი "ბეირა მართან" (2:0) პარასკევს ჩაატარეს.
აქვე ვთქვათ, რომ "პორტუმაც" და "მალაგამაც" ჯგუფური ეტაპი უპრობლემოდ დაძლიეს. ესპანელებმა პირველ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავეს და აქტივში "მილანის" დამარცხება (1:0) ჩაიწერეს, ხოლო "პორტუმ" ჯგუფში ოთხი თამაში მოიგო და მაინც მეორე ადგილი დაიკავა...
ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. პირველი მატჩი
პორტუ-მალაგა 23:45
სავარაუდო შემადგენლობები
პორტუ (4-3-3): ელტონი - დანილო, ოტამენდი, მანგალა, ალექს სანდრო - ჟოაო მოუტინიო, ფერნანდო, ლუჩო გონსალესი - იზმაილოვი, ჯეკსონ მარტინესი, ჯეიმს როდრიგესი.
მალაგა (4-2-3-1): ვილი - გამესი, დემიკელისი, ველიგტონი, ანტუნეში - ტულალანი, იტურა - ხოაკინი, ისკო, პორტილიო - სავიოლა (ან სანტა კრუსი).
არბიტრი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი)
ურთიერთშეხვედრები
ჩემპიონთა ლიგაში არ უთამაშიათ
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ჯექსონ მარტინესი: "პორტუს" მეოთხედფინალში გასვლაც შეუძლია და მეტიც
არსენალი VS ბაიერნი - ლონდონში ბრძოლას ვნახავთ